ბავშვი, რომელიც 12 წელი სკივრში ცხოვრობდა და მისი არსებობის შესახებ დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგეს | Allnews.Ge

ბავშვი, რომელიც 12 წელი სკივრში ცხოვრობდა და მისი არსებობის შესახებ დედის გარდაცვალების შემდეგ გაიგეს

მაშა მიხალიცინა ახლა 44 წლისაა. სიმაღლით ერთ მეტრზე ცოტა მეტია და მხოლოდ ეტლით შეუძლია გადაადგილება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მან ცხოვრების პირველი 12 წელი ხის სკივრში გაატარა.

mshoblebi

გოგონა კიროვის რაიონში დაიბადა და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ, 1989 წლის მაისში გაიგეს. მაშას დედა ფერმაში მუშაობდა. ერთ დღესაც სამსახურში რომ არ გამოცხადდა, თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს და იატაკზე გარდაცვლილი ნახეს. ქალს გულის შეტევა დაემართა. მოულოდნელად ღუმელის გვერდით არსებული ყუთიდან რაღაც ხმა გაიგეს. სკვირს თავი ახადეს და ნახეს, რომ იქ ჭუჭყიანი, მოუვლელი ბავშვი იჯდა.

გაირკვა, რომ 12 წლის განმავლობაში დედას არც ერთხელ არ ამოუშვია ბავშვი სკივრიდან. გოგონას ლაპარაკი არ შეეძლო, ვერც კოვზსა და სხვა ნივთებს იჭერდა ხელში. რძისა და პურის გარდა, ცხოვრებაში არაფერი ეჭამა. არც სახელი იცოდა, მაშა შემდეგ რაიონულ საავადმყოფოში დაარქვეს.

12 წლის განმავლობაში სკივრში ბავშვს ფეხები ატროფირებული ჰქონდა, ხერხემალი კი მოხრილი. ამიტომ, მაშა მხოლოდ 60 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში. დედის გარდა ცხოვრებაში არავინ ჰყავდა ნანახი. თავდაპირველად შეშინებული ათვალიერებდა ხალხს, ვერ ხვდებოდა, ამდენი უცხო ადამიანი საიდან მოვიდა. მხოლოდ 6 თვის შემდეგ დაიწყო გაღიმება და კომუნიკაცია.

mshoblebi

21 წლის ასაკიდან გოგონა ფსიქონევროლოგიურ ინტერნატში ცხოვრობს. სკივრში ცხოვრების შესახებ არასდროს უსაუბრია. ან არ ახსოვს, ან გახსენება არ სურს. ფსიქოლოგები თვლიან,   რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტვინის დამცველობითი რეაქციაც იყოს.

მეტყველების პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა, მაგრამ, მაშას ყველაფერი შესანიშნავად ესმის, უყვარს ტელევიზორის ყურება და სიამოვნებით უსმენს მუსიკას.

mshoblebi.ge