გა­მო­კი­თხულ მა­მა­კაც­თა 18%, ხოლო ქა­ლე­ბის 17 % მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და ცე­ცხლო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნია- პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს | Allnews.Ge

გა­მო­კი­თხულ მა­მა­კაც­თა 18%, ხოლო ქა­ლე­ბის 17 % მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და ცე­ცხლო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნია- პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა. ამის შესახებ გამოცემა themoscowtimes.com წერს. გამოცემის ცნობით, კვლევა Superjob.ru-მ ჩაატარა. კვლევის მიხედვით კი გაირკვა - გამოკითხულ მამაკაცთა 18%, ხოლო ქალების 17 % მიიჩნევს, რომ რუსეთის ყველაზე სექსუალური, მომხიბვლელი და ცეცხლოვანი მამაკაცი ვლადიმერ პუტინია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი არც ერთ სხვა მამაკაცს არ მიუღია.

Superjob-ru-მ მსგავსი გამოკითხვა გასულ წელსაც ჩაატარა და მაშინაც ყველაზე სექსუალურ კაცებში პუტინმა პირველი ადგილი დაიკავა.

 

"მას კონკურენციას ვერც მსახიობები, ვერც სპორტსმენები და ვერც სხვა პოლიტიკოსები ვერ უწევენ“, - ნათქვამია კვლევის დასკვნაში. კვლევა 22 მარტიდან პირველ აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 1000-მა ქალმა და 300-მა მამაკაცმა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან.

აღნიშნულ ინფორმაციას სახალისო კომენტარები მოჰყვა themoscowtimes.com-ის ფეისბუქ გვერდზე.

ამბობენ რომ კინოვარსკვლავობას აპირებს, მართალია?

სტოკჰოლმის სინდრომია, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

მერე რა მოხდა, თუკი პრინცი უილიამი მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მელოტია, გაიხაროს პუტინმა რუსეთში ყველაზე სექსუალურის სტატუსით.

ახლა მივხვდი რატომ არის პრეზიდენტი ამდენ ხანს - იმიტომ, რომ რუსებს არ ჰყავთ პრეზიდენტობისთვის სხვა მომხიბვლელი კაცი.

დიქტატორული მენტალიტეტი - მას ალბათ საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელებენ და ა.შ. - წერენ კომენტარებში.

წყარო: themoscowtimes.com