რას გულისხმობს ახალი სისტემა რომელიც ტრანსპორტში დღეიდან ამოქმედდა | Allnews.Ge

რას გულისხმობს ახალი სისტემა რომელიც ტრანსპორტში დღეიდან ამოქმედდა

თბილისში 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდა, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე 1-ლი აპრილიდან მგზავრს საათნახევრის განმავლობაში ერთხელ აღებული ბილეთით შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. შედეგად, მეტროსა და ავტობუსებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებსა და ვეტერანებზე მიკროავტობუსებშიც იმოქმედებს.