ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს | Allnews.Ge

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, რომელშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ ცოტა ხნის წინ აფრინდა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

აქტივისტების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.