რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს | Allnews.Ge

რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურის და ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების გამო, რამდენიმე თვით გადადო.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს. როგორც მის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ივანე მაჭავარიანის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2019 წელს 58 800 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში; თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული. მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული; 94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო. გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი. განაგრძეთ კითხვა