ფეხის სოკოს მკურნალობის ხალხური მეთოდი | Allnews.Ge

ფეხის სოკოს მკურნალობის ხალხური მეთოდი

თუ ფეხზე მხოლოდ ერთი ფრჩხილია გაფუჭებული, მაშინ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი შინაგანი მიღებისთვის არ ინიშნება, მას მხოლოდ გარეგან მკურნალობას უტარებენ. თუ ერთ ფრჩხილზე მეტია დაზიანებული, მაშინ ინიშნება მედიკამენტები შინაგანი მიღებისთვის, რადგან ამ დროს დაზიანებულია ფრჩხილის ის ნაწილი, საიდანაც ფრჩხილი იზრდება. იქ უკვე ზის სოკო და ახალი ფრჩხილიც გაფუჭებული ამოდის.

ყოველ დღე უნდა გააკეთო ფეხის აბაზანა , რომელშიც ძმარს ან სოდას გაურევთ, ხოლი ფრჩხილების დაზიანებული უბნები უნდა მოიჭრათ. ჭრას ვახდენთ ფრჩხილის წინა ნაწილიდან. კვეთა უნდა დაიწყოთ სუსტად მარჯვნიდან მარცხნივ სწორი ხაზის პარალელურად, ისე რომ, ფრჩხილს საშუალება არ მივცეთ გაჭრას ქსოვილი და , ფრჩხილის მარცხენა მარჯვენა ე.წ. ლაყუჩები არ დაიმალოს ხორცის ქსოვილის ქვეშ. ამით თავიდან აიცილებთ ფრჩხილის ჩაზრდას.

მკურნალობას თან უნდა ახლდეს სათანადო ჰიგიენაც – ფეხები დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა გაიგრილოთ ცივი წყლით, წინდები დღეში ორ-სამჯერ, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც იცვალოთ, ფეხსაცმელი რეგულარულად წმინდოთ აფთიაქში შეძენილი ფორმალდეჰიდით.

შეგიძლიათ ცადოთ ეს ხერხები. არსებობს ასევე ხალხური მეთოდები, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხშირად არა  ეფექტურია, ამასობაში ავადმყოფი კარგავს დროს, არადა სოკოს მკურნალობა უფრო ეფექტური საწყისს ეტაპზეა.