რა შეიცვლება 1-ლი აპრილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში? | Allnews.Ge

რა შეიცვლება 1-ლი აპრილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში?

თბილისში 1-ელი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.

ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე 1-ლი აპრილიდან მგზავრს საათნახევრის განმავლობაში ერთხელ აღებული ბილეთით შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

გარდა ამისა, 1-ლი აპრილიდან მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს. შედეგად, მეტროსა და ავტობუსებში მოქმედი შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებსა და ვეტერანებზე მიკროავტობუსებშიც იმოქმედებს.