დღეს ამინდი უარესდება - სად იქნება ძლიერი ქარი და წვიმა? | Allnews.Ge

დღეს ამინდი უარესდება - სად იქნება ძლიერი ქარი და წვიმა?

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 27 მარტს საქართველოში შენარჩუნდება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება”, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებიულ ინფორმაციაში.