27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge

27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 26-27 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში 30-31 მარტს უმეტესად ღრუბლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 26-27 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა. 27 მარტს იქროლებს ძლიერი ქარი. 28-29 მარტს უნალექო, ხოლო 30-31 მარტს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტამპერატურა +10, +12 გრადუსი იქნება”, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებიულ ინფორმაციაში.