რა საშიშროების შემცველია ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდები | Allnews.Ge

რა საშიშროების შემცველია ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდები

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, თუ ბავშვს მუდმივად უბრაზდებიან, უყვირიან, ცემენ, მოზარდობის ასაკში მისი ტვინის სტრუქტურები ნორმასთან შედარებით უფრო მცირე იქნება. მსგავსი კვლევები ასევე ტარდებოდა ბავშვებზე სერიოზული ძალადობის ან მშობლების მხრიდან სრული უყურადღებობის შემთხვევაში.

სპეციალისტები საუბრობენ ბავშვთა ძალადობის მსხვერპლთა შესახებ, რომელთაც მოზრდილობისას აღენიშნებოდათ მომატებული შფოთვა და დეპრესია. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში, მცირდება თავის ტვინის ქერქის პრეფრონტალური და ნუშისებრი სხეული. ორივე ეს სტრუქტურა დიდ როლს ასრულებს ემოციის რეგულირებაში და მნიშვნელოვანია შფოთვისა და დეპრესიის თვალსაზრისით.

ბოლო კვლევებით დამტკიცდა მოზარდების, რომლებსაც ბავშვობაში (2-9 წლის ასაკი) მკაცრად ზრდიდნენ, ტვინში აღნიშნული ზონების შემცირება. ეს დადასტურდა 12-16 წლის ასაკში გამოკითხვითა და ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით.