„ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას”– რა უნდა გაკეთდეს მესამე ტალღის ასაცილებლად | Allnews.Ge

„ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას”– რა უნდა გაკეთდეს მესამე ტალღის ასაცილებლად

„ვხედავთ კიდევ ერთი ტალღის მოახლოებას და მიგვაჩნია, რომ საჭიროა დროულად გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ის, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში ვიხილეთ, არ განმეორდეს"-, ამის შესახებ საერთაშორისო ფონდის "კურაციოს" განცხადებაშია აღნიშნული.

"კურაციოს" მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში საქართველოში ეპიდემიის მზარდი ტემპი აღინიშნებოდა და დღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 5,450-მდე ავიდა 5 დეკემბერს, რამაც ჰოსპიტალური სექტორის მნიშვნელოვანი გადატვირთვა გამოიწვია.

"საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ 28 ნოემბერს მიიღო მობილობის შემცირებისკენ მიმართული მკაცრი ზომები და მთელი რიგი შეზღუდვები შემოიღო, რამაც ეპიდემიის გავრცელების ტემპი შეამცირა და ჯანდაცვის სექტორზე დატვირთვა შეამსუბუქა, თუმცა მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა და იანვრის თვეში ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

მკვლევართა აზრით, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ანალოგიური ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური სურათი, დღეს რამდენიმე ფაქტმა უნდა დააფიქროს როგორც საზოგადოება, ისე მთავრობა. კერძოდ:

  • გასული კვირების მანძილზე შეზღუდვების მოხსნამ მოსახლეობის მობილობის ზრდა გამოიწვია (რაც Google Mobility ანგარიშებით დასტურდება) და ეს იმ ფონზე, როცა პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეისთვის IHME -ს მონაცემებით საგანგაშო ნიშნულზე დავიდა (43%), მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დეკემბრის დასაწყისში 70% იყო.
  • თუ გადავხედავთ ვირუსის გავრცელების ბოლო კვირების დინამიკას, აშკარაა, რომ 10 მარტიდან მოყოლებული COVID19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების კუმულაციური რაოდენობა 14-დღიანი პერიოდისთვის (ევროპის CDC-ს მიდგომა), მატებით ხასიათდება. ანუ ინფექციის გავრცელება უკვე ბოლო ორი კვირაა მზარდია, თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ ნელი ტემპით.
  • ასევე, ბოლო 18 დღეა ზრდის ტენდენციით ხასიათდება ვირუსის აქტიური რეპროდუქციის მაჩვენებელი (Rt), თუმცა ეს მაჩვენებელი 1-ს მხოლოდ შვიდი დღის წინ გადასცდა. ეს მაჩვენებელი 1-ის ქვემოთ უნდა შენარჩუნდეს თუ გვინდა, რომ ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციაზე ვისაუბროთ.
  • და ბოლოს, ასევე იზრდება ტესტირების 7 დღიანი საშუალო პოზიტიურობის მაჩვენებელი, თუმცა ეს მაჩვენებელი ქვეყანაში ჩატარებული დღიური ტესტების რაოდენობის მიმართ მეტად სენსიტიურია (რაც შაბათ-კვირას მნიშვნელოვნად მცირდება) და გარკვეული რყევებით ხასიათდება.

„ერთობლიობაში აღებული ეს მაჩვენებელები გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით ქვეყანა მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები, ვიდრე დღიურად დადასტურებული შემთხვევები 500-ის ირგვლივაა და არა 5000-ის. განაგრძეთ კითხვა