გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან | Allnews.Ge

გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან

პირველი რეკორდი გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თანამდებობიდან წასვლის წინ დაამყარა. თანამშრომლებთან ერთად გადაღებულ გამოსამშვიდობებელ ფოტოს დღეს უკვე 213 ათასი რეაქცია აქვს. ერთ თვეში მეორე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. მართალია, პირველი ფოტოს რეკორდი ვერ მოხსნა, მაგრამ გახარიას სურათს ამჟამად 59 ათასი რეაქცია აქვს.

ექსპერტები როდესაც მისი პიროვნების შესახებ საუბრობენ, ამბობენ, რომ გახარიას აქვს ქარიზმა, რითაც ხშირად იგებს, განსაკუთრებულად კი ქალების გულებს... მისი არაპოლიტიკური დრესკოდი აქამდე უცნობი იყო, რადგან როდესაც პოლიტიკაში პირველად გამოჩნდა, საზოგადოებამ უკვე პიჯაკიანი გახარია გაიცნო.

კარიერის მანძილზე არასოდეს უსაუბრია პირად ცხოვრებაზე და მისი ოჯახის შესახებაც ძალიან ცოტა იყო ცნობილი, სანამ ერთ დღეს ტაძარში ცოლ-შვილთან ერთად გამოჩნდა.

პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა როგორც ახალი ანონსიდან გაიგო საზოგადოებამ, ისევ ბრუნდება. როგორი იქნება გიორგი გახარიას დაბრუნება, ჯერჯერობით არავინ იცის. ქართველი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ის სერიოზული კონკურენტი იქნება თავისი გუნდით როგორც "ქართული ოცნებისთვის", ასევე "ნაციონალური მოძრაობისთვის"...

მეორე ნაწილის აზრით კი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულად მოქმედებს და მალე "ქართული ოცნება 2"-ს შექმნის. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ამჟამად ლიდერის გარეშეა დარჩენილი. თალაკვაძე-მდინარაძე-კობახიძის სამეული ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნის. პარტიას ვერც ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებამ უშველა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი კახი კალაძეზე დებდა ფსონს, ფაქტია, რომ ის არც პარტიიდან წასვლას ჩქარობს და არც "ქართულ ოცნებაში" ჩქარობენ კალაძის დაწინაურებას.

Ambebi.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ექსპრემიერის არაპოლიტიკური ფოტოები, სადაც ის ოჯახთან ერთადაა გადაღებული. ირკვევა, რომ გახარიას არაპოლიტიკური დრესკოდი ჯინსებია და არც მოდურ ჰუდზე ამბობს უარს.

ოჯახურ ფოტოებზე მშობლიურ სოფელს, მუხურს სტუმრობს... ამბობენ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ მამა-შვილს. გიორგი გახარიას მეუღლე მარიკა ფანცულაია ერთ-ერთ კლინიკაში ექიმ-ლაბორანტად მუშაობს. წყვილს ერთი შვილი, 10 წლის ანა გახარია ჰყავთ.

დედა-შვილი იშვიათად ჩნდებიან პოლიტიკოსის გვერდით... როგორ მიიღებს პოლიტიკაში დაბრუნებულ გიორგი გახარიას საზოგადოება, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, არსებობს კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები დაბრუნების შემდეგ დაუსვამენ და როგორც მათ გუშინ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პირველი შეხვედრისას უთხრა - „დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის, წარსულში, პასუხები გაეცემა...“

ambebi.ge