10 რამ, რაც კარგმა დედამ შვილს უნდა ასწავლოს | Allnews.Ge

10 რამ, რაც კარგმა დედამ შვილს უნდა ასწავლოს

რთულია იპოვო ადამიანი, ვისაც ხელი შეშლია სწორი აღზრდით. პირიქით, კარგი ქცევები ხშირად წარმატების საწინდარი ხდება. უფროსების მიმართ პატივისცემა და ბაზისური უნარები ადრეული ასაკიდან უნდა შეასწავლოთ ბავშვებს. სტანდარტული "გმადლობთ" და "თუ შეიძლება"-ს გარდა ბავშვს უნდა ვასწავლოთ:

არ შემაწყვეტინო

მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა ბავშვი უფროსების საუბარში ან უბრალოდ ესწრება მათ ლაპარაკს, საუბარში ბავშვის ჩართვა - დაუშვებელია. ბავშვებისთვის დამახასიათებელია ასეთი ქცევა. მათთვის ხომ რთულია მოთმენა. ეს მათთვის მოსაწყენია. იმისთვის, რომ მივაჩვიოთ ბავშვი ტაქტს, თავადაც დიდი მოთმინება გჭირდებათ, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

ნებართვის აღება

ბავშვმა უნდა იცოდეს "ჩემია"-ს და"სხვისი"-ს განსხვავება. ის, რაც ბავშვობაში სიცელქედ ჩაითვლება, მოზრდილობაში კვალიფიცირდება - ქურდობად.

აუხსენით, რომ ვიდრე სხვის ნივთს აიღებს, ითხოვოს ნებართვა.

ჰიგიენის დაცვა

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი პირად ჰიგიენას: დაიბანოს ხელები ჭამის წინ, გაიხეხოს კბილები, რეგულარულად მიიღოს შხაპი, დაიჭრას ფრჩხილები. ეს უბრალო უნარები აუცილებლად დაეხმარება მომავალში.

დალაგება

ასწავლეთ ნივთების თავის ადგილზე დალაგება, სისუფთავის დაცვა როგორც სახლში, ასევე საზოგადოებრივ ადგილებში.

თქვი "არა"

აუხსენით განსხვავება თავაზიანობასა და მიმდობლობას შორის. კარგად აღზრდილ ბავშვს უნდა შეეძლოს უთხრას მყარი "არა"- მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ საეჭვო საქმიანობაში ჩათრევას, უცნობს, რომელიც ეცდება გაურკვეველი მიმართულებით წაყვანას, და სხვ.

mshoblebi

არ დაიგვიანო

პუნქტუალურობა - კარიერისთვის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა. ადამიანი, რომელიც გაიძულებს, რომ ელოდო - იწვევს გაღიზიანებას. მიაჩვიეთ ბავშვი დროულად გასვლას სახლიდან. აუხსენით, რომ დაგვიანება ცუდი ტონია. მათავარია, დემონსტრირება გაუკეთოთ ამ უნარს საკუთარი მაგალითით.

იზრუნე ახლობლებზე

საკუთარი მაგალითით დაანახეთ ბავშვს ზრუნვა იმ ადამიანებზე, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას. ხომ მარტივია დაეხმარო მოხუცებულს მიატანინო სახლამდე ნაყიდი პროდუქტები, ინახულო ავადმყოფი ნათესავი, ანუგეშო და დაეხმარო საოჯახო საქმეებში. ასეთი უნარები მნიშვნელოვანია მეგობრობისთვის და ოჯახური იდილიისთვის. ჩათვალეთ, რომ ეს მომავლის ინვესტიციაა: ბავშვი, რომელიც ისწავლის ზრუნვას, მომავალში დიდი ალბათობით იქნება საუკეთესო მამა ან დედა და არ იქნება გულგრილი მოხუცების მიმართ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz