რა შეიძლება იყოს მუხლის ხანგრძლივი ტკივილის მიზეზი? | Allnews.Ge

რა შეიძლება იყოს მუხლის ხანგრძლივი ტკივილის მიზეზი?

მუხლის ტკივილი ძალიან შემაწუხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ქრონიკული ხასიათისაა. მუხლის ქონიკული ტკივილის სიმპტომებია :

• ხანგრძლივი ტკივილი

• შეშუპება

• მომატებული მგრძნობელობა ერთ ან ორივე მუხლზე

• წვის შეგრძნება

მუხლის დროებითი ტკივილი განსხვავდება ქრონიკულისგან. ტრავმის ან რაიმე დაზიანების შემდეგ ის მკურნალობის შედეგად ქრება.

ქრონიკულის შემთხვევაში უფრო კომპლექსურია ყველაფერი.

ქრონიკული მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიმზეზებმა:

• ოსტეოართრიტი - ახასიათებს ტკივილი, ანთება, სასახსრე სტრუქტურების რღვევა, რაც სახსრების გადაგვარებით არის გამოწვეული

• ტენდინიტი - ეს არის მყესის ქსოვილის

ანთება. ანთებისას ტკივილი მუხლის წინა არეშია ლოკალიზებული, კიბეებზე ასვლისას ან დახრისას უარესდება

• ბურსიტი - სახსრების ლორწოვანი ნაწილის ანთებაა

• ქონდრომალაცია - კვირისტავის ქონდრომალაცია ხრტილოვანი ქსოვილის დარბილებას იწვევს

• პოდაგრა - ართრიტი, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავას დაგროვებით

• ბეიკერის კისტა - სინოვიალური სითხის დაგროვებაა მუხლის უკანა ნაწილში

• რევმატოიდული ართრიტი - ქრონიკული, აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს მტკივნეულ შეშუპებას. შეიძლება სახსრების დეფორმაცია და ძვლის ეროზია გამოიწვიოს

• დისლოკაცია - დისლოცირებული მუხლის, ძირითადად, ტრავმის შედეგია

• მენისკის დაზიანება

ქრონიკული მუხლის ტკივილის განვითარების რისკ-ფაქტორები წარსულში მიღებული დაზიანებები და ტრავმებია, ასევე სხვადასხვა სპორტული ვარჯიში, ასაკი. ამასთანავე, ჭარბი წონაც მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია.

მკურნალობა

იქიდან გამომდინარე, რომ ქრონიკულ ტკივილს ბევრი განსხვავებული დაავადება იწვევს, მკურნალობის მეთოდიც მრავალგვარია.

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:

• ფიზიოთერაპია

• მედიკამენტები

• ინექცია

• ოპერაცია

ბურსიტი ქრონიკული მუხლის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მისი მკურნალობისას გასათვალისწინებელია შემდეგი რჩევები:

• დაიდეთ ყინული 15 წუთის განმავლობაში, საათში ერთხელ, 3-4 საათის განმავლობაში. ყინული პირდაპირ მუხლზე არ წაისვათ - მუხლზე ბამბის პირსახოცი დაიფარეთ.

• ასევე, უნდა ატაროთ სუპინატორიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს ნაკლებად დატვირთავს.

• ერიდეთ გვერდით წოლას, თუ გვერდით დაწვებით, მუხლებს შორის ბალიში დაიდეთ.

• მჯდომარე მდგომარეობა თქვენთვის უკეთესია. თუ ფეხზე გიწევთ დგომა, ეცადეთ წონა თანაბრად გაანაწილოთ ორივე ფეხზე.

• ჭარბი წონის შემთხვევაში, დაიკელით.

იმისათვის, რომ მუხლის ტკივილი აიცილოთ თავიდან, აუცილებელია, ვარჯიშის წინ კარგად გახურდეთ, სასარგებლოა ცურვა, ველოსიპედით სეირნობა და ფეხით სიარული.

mkurnali.ge