სამძიმარი საოკუპაციო ხაზთან და ყვავილებით მორთული მავთულხლართები - ემოციური ფოტო ხურვალეთიდან | Allnews.Ge

სამძიმარი საოკუპაციო ხაზთან და ყვავილებით მორთული მავთულხლართები - ემოციური ფოტო ხურვალეთიდან

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. კაცს, რომელიც ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა, ხვალ დაკრძალავენ.

მისი ცოლი ვალია ვანიშვილი სამძიმარს მავთულხლართებთან იღებს. სამძიმრის სათქმელად მასთან მიდიან ნათესავები, სამოქალაქო ატივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები.

სოციალურ ქსელში სამოქალაქო ატივისტი მარიამ დოლიძე ხურვალეთიდან ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მიხაკებით მორთული მავთულხლართებიან აღბეჭდილი.

 

 

 

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო და იქაურ პენსიას დაუნიშნავდნენ, მაგრამ ის ვერ ეგუებოდა ოკუპაციას.

ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ. დათა ვანიშვილი მცოცავი ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.