გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდა - კადრები ახალციხიდან | Allnews.Ge

გარდაცვლილი მედდის მეუღლე კლინიკის თანამშრომლებს დაუპირისპირდა - კადრები ახალციხიდან

გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის მეუღლე კლინიკა "იმედის" თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევის ამსახველ ფოტოებს "ტვ პირველი" ავრცელებს. მანუჩარ კობახიძე მომხდარში კლინიკის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს და მათ დასჯას ითხოვს.

„ცოლი მომიკალით“, - ამ სიტყვებით მიმართა მეგი ბაქრაძის მეუღლემ კლინიკის თანამშრომელს.

ადგილზე სიტუაციის განმუხტვა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს.

 

 

 

27 წლის ექთანი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. ადიგენის რაიონის სოფელ ქვემო ენთერში კობახიძეების ოჯახი სამძიმარს დილიდან იღებს.

გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მომხდარზე გამოძიებას ითხოვს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას აპირებს.

ცნობისთვის, კომაში ჩავარდნილი ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი დაუფიქსირდა.

გუშინ ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მეგი ბაქრაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.