"13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა მოხდება თბილისში" - როგორ ეხმაურებიან ვაშლიჯვარში განვითარებულ მოვლენებს და რა სცენარებზე საუბრობენ მოქალაქეები | Allnews.Ge

"13 ივნისი მონაგონი იქნება, ისეთი კატასტროფა მოხდება თბილისში" - როგორ ეხმაურებიან ვაშლიჯვარში განვითარებულ მოვლენებს და რა სცენარებზე საუბრობენ მოქალაქეები

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. "მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

გავრცელებულმა ფოტოებმა მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი წერს კომენტარს და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს განიხილავს:

ანა გოდაბრელიძე:

"ვაშლიჯვარში აქამდე გზას კეტავდნენ იმის გამო, რომ მშენებლობა მიდიოდა. დღეს იმიტომ დაკეტეს, რომ "მიწა ჩამოწვაო". ამდენ კლდეს, გორას... რომ ჩამოჭრი ჩამოწვება აბა რა იქნება?!"

რამაზ გიგაური:

"რა ჰესი უნდა ააშენოთ თქვე ბლეყვებო, რა ჰესი? სადაც არის თბილისს დაგვამხობთ თავზე. მხოლოდ ფული რომ გგონიათ ყველაფრის საზომი. და ბუნებას, ადამიანებისგან განსხვავებით, პოლიციის და თქვენზე მორგებული კანონების ძალით ვერ გააჩერებთ. ნახევარ მილიონიდან - 1,3 მილიონამდე კუბური მეტრი მიწა!!! აბა დაფიქრდით! ამ მთის მოწყვეტა მინიმუმ 50-ჯერ უფრო საშიშია, ვიდრე 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედია"

ნათია ბერიძე:

"ეს, რაც ფოტოებზეა მოცემული, სრულიად ადეკვატურია იმ გაუთავებელი სამშენებლო ქაოსისა, რაც წლებია ამ ტერიტორიაზე ხდება... ასე იცის, როცა საკუთარი ქალაქი გეზიზღება, სამწუხაროდ..."

ინგა სახელაშვილი:

"უფროსი თაობის ხალხს ალბათ ახსოვთ ის, რომ თბილისი იყო დახურული ქალაქი, მე მახსოვს ადამიანები კოჯორში - რუსთავში ცხოვრობდნენ და თბილისში მუშაობდნენ, უჭირდათ სიარული, მაგრამ თბილისში ჩაწერა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლებოდა და ეს ხდებოდა არა იმიტომ რომ თბილისი - პარიზია ან მილანი, არამედ იმიტომ, რომ თბილისი სეისმოლოგიური ზონაა და მაშინდელმა ექსპერტებმა და არქიტექტორებმა კარგად იცოდნენ, რომ თბილისი "ვერ აიტანდა" მოსკოვივით 8 მილიონ მოსახლეს. დღეს, როდესაც მაგ უპატრონო ქვეყანაში ძაღლების მაგივრად კატებს აყეფებენ, სახლს-სახლზე აშენებენ, რათა ჯიბე გაისქელონ და რაც მერე მოხდება, წიხლზე ჰკიდიათ, უბედურება გარდაუვალია/ღმერთმა არ ქნას.

მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: დავუშვათ არ მიყვარს და მძაგს ჩემი მეზობელი, ჩემმა შვილმა რა დამიშავა, რომ ისიც მძულს? და თუ არ მძულს, მაშ რა ჯანდაბას ვაკეთებ, თუ კი ეკოლოგიურად საზიანო ადგილას ვაცხოვრებ? სანამ ხალხი არ გაიღვიძებს და არ გადაყრის ამ ქართველყლაპია სქელკისერა სახელმწიფო მოხელებს და მთავრობას - მანამდე არაფერი არ ეშველება მაგ ქვეყანას - ეს ჩემი აზრია".

დავით ვაზაგაშვილი:

ეს თუ მოწყდა, რაც დროის ამბავია და ამინდებიც ძალიან შეუწყობს ხელს ჩააღწევს მტკვარში და იქ გააჩენს კაშხალს, ჯერ შეგუბებს და მერე ერთიანად დაარტყავს ორივე სანაპიროს რამდენიმე კილომეტრში ორთაჭალჰესთან მოხდება მეორე შეგუბება და მერე იქ დატრიალდება მეორე ტრაგედია...მე პირადად ევაკუაციას გამოვაცხადებდი, მიწის მასივის ქვემოთ მტკვრამდე არსებულ შენობებში და ახლავე ამოვწევდი ფარებს ორთაჭალჰესზე... პარალელურად მოვჭრიდი მაგ მასას, და ხელახლა მოვაწყობდი რელიეფს.ამ ყველაფერს თუ დავამატებთ მტკვრის სხვა შენაკადებიდან სავარაუდო წყალმოვარდნებს მგონი სიმშვიდის უფლება არ გვაქვს...

500 მეტრია მანძილი სულ (ჰაერით). მაგრამ ეგ 500 მეტრი პოტენციური ნაღმია, თვითონ მოწყვეტილი მიწის მასა შეიძლება 700 მეტრამდე (ჰაერით) ავიდეს, მიწის ფართობი სადღაც 150-200 ათას კვადრატულ მეტრამდე. აპოკალიფსური სცენარია, მაგრამ მერე თითის გაშვერას, აქ გზას რა უნდა, მსახიობების, ჟურნალისტების დისკუსიებს, როგორც ვერეს ხეობაზე მოხდა, ჯობია უარესისთვის მოემზადოს ქალაქი ზარალი ყველა შემთხვევაში იქნება, რამდენი ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული...

განაგრძეთ კითხვა