როგორი გარეგნული სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ქოლესტერინის მატების დროს? | Allnews.Ge

როგორი გარეგნული სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ქოლესტერინის მატების დროს?

ცნობილია, რომ ქოლესტერინი მნიშვენლოვანია პლაზმური მემბრანის შენარჩუნების, სტეროიდული სასქესო ჰორმონების და კორტიკოსტეროიდების ბიოსინთეზისათვის, წარმოადგენს ნაღვლის მჟავების და ვიტამინის D სეკრეციის მნიშვნელოვან ფაქტორს, ასევე მონაწილეობს უჯრედების განვლადობის რეგულაციაში და იცავს ერითროციტებს ჰემოლიზური შხამების ზემოქმედებისაგან.

თუმცა სისხლში ქოლესტერინის დონის მატებამ შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეუქმნას პრობლემები. აშშ-ს გულის, ფილტვებისა და სისხლის ნაციონალურ ინსტიტუტში დაადგინეს, თუ როგორ შეიძლება გამოვავლინოთ ქოლესტერინის მაღალი დონე, სისხლის ანალიზის გარეშე.

აღმოჩნდა, რომ სისხლში ქოლესტერინის დონის მკვეთრი მატებისას, კანქვეში შეიძლება წარმოიქმნას ლიპომები, ხოლო ფერად გარსზე - ღია-რუხი რგოლები.

mkurnali.ge

როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომები აღენიშნება იმ პირებში, რომელებიც გენეტიკურად არიან მიდრეკილები ქოლესტერინის მაღალი დონისაკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის ანალიზი დიაგნოსტიკის უტყუარი და სიამედო მეთოდია.

მედიკოსები 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს მოუწოდებენ სისხლში ქოლესტერინის დონე 1-2 წელიწადში ერთხელ შეიმოწმონ.

ქოლესტერინის მაღალ დონესთან დაკავშირებული ინფარქტის, ინსულტისა და სხვა პრობლემების რისკის შესამცირებლად, ექიმები გვირჩევენ უარი ვთქვათ სიგარეტზე, მივიღოთ ჯანსაღი, უჯრედისით მდიდარი საკვები და მეტი ვიმოძრაოთ.

mkurnali.ge

myquiz