რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია გუშინ საქართველოში?
ვაქცინაციის პირველ დღეს საქართველოში 668 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4 202 მუშაკი.
აღსანიშნავია, რომ სამედიცინო მუშაკებმა ვაქცინაციისთვის სწორედ აღნიშნულ პორტალზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.