როგორ გამოიყურება ლოფტის ტიპის სახლი თბილისში, რომელიც 4 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)
თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 3 822 000 ლარს (1 150 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 417 კვ.მ-ია, ეზოსი - 1400კვ.მ.
ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 5 საძინებელი.
"იყიდება ახალაშენებული, ვიტრაჟული, ძალიან თანამედროვე, ლოფტის ტიპის სახლი ძალიან პრესტიჟულ დასახლებაში, დიღომში. 417 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მოიცავს 5 საძინებელს, ყველა მათგანს აქვს თავისი სველი წერილი, ერთი საძინებელი "მასტერბედრუმით". სახლი არის ძალიან თანამედროვე, ლამაზი, სრული ინვენტარით, აქტივს გააჩნია 1400 კვ.მ ეზო გამწვანებული, მოპირკეთებული, საცურაო აუზით",- აღნიშნულია განცხადებაში.