"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები | Allnews.Ge

"ხალხო, ავიცერი! ერთადერთი რაც შეიცვალა, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები" - კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებულთა პოსტები

დღეს, 15 მარტს საქართველოში AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო. პირველ რიგში, ვაქცინას კლინიკების თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს გაუკეთებენ. საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმების ნაწილმა ვაქცინა პირდაპირ ეთერში მიიღო.

სოციალურ ქსელში კი აქტიურად მიმდინარეობს კამპანია #მეავიცერი და ვაქცინირებული ადამიანები სწორედ ამ ჰეშთეგით აქვეყნებენ პოსტებს და სხვებსაც მოუწოდებენ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, ვინაიდან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, "ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა."

ვნახოთ, რას წერენ "ფეისბუქში" ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე მიიღეს.

 

დიმიტრი კოჩაძე:

"ხალხო ავიცერი! არაფერი საშიში არაა, არც გვერდითი ეფექტები, არც არაფერი. ერთადერთი რაც შეიცვალა, სახლში რომ შევდივარ, ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები."

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბექა ჩაფიჩაძე:

#მეავიცერი #მედავიჩიპე...არაფერი საშიში თავს მშვენივრად ვგრძნობ პ.ს. ნუ მაინც დამაკვირდით თუ არ წავიქციე თავი, მაშინ ყველანი ვაქცინაციაზე!"

 

 

შოთიკო მუნჯიშვილი:

"1st shot, პირველი დოზა ! ერთად დავასრულოთ პანდემია!"

 

 

ნინო კანდელაკი:

"ახლა კლინიკაში ვარ. ცოტა ხანს კიდევ აქ უნდა ვიყო... 10:00 საათზე ერთ-ერთი პირველი ვიყავი ალბათ საქართველოში ვინც აიცრა (აცრა მეკუთვნოდა, როგორც კლინიკის თანამშრომელს, ექიმი არ ვარ) თავს კარგად ვგრძნობ, მეორე დოზას ოთხიდან-ექვს კვირაში გავიკეთებ".

ტატიანა გვენეტაძე:

"15.03.21, 11:10 აცრის დღე ჩიპის დამტენიც მომაწიეთ... მე ავიცერი კოვიდზე. იმუნიზაცია პანდემიის დასასრულის დასაწყისია, მალე ყველას ჩაგეხუტებით".