3 შეზღუდვა, რომელიც დღეს მოიხსნა | Allnews.Ge

3 შეზღუდვა, რომელიც დღეს მოიხსნა

დღეიდან, 15 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, ორშაბათიდან, 15 მარტიდან:

სპორტული დარბაზები განაახლებენ ფუნქციონირებას;

სასწავლებლებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება;

თეატრები და სპორტული კლუბები რეპეტიციების აღდგენას შეძლებენ.