რა ხდება ქუთაისში, სადაც "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ | Allnews.Ge

რა ხდება ქუთაისში, სადაც "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს ახალი მოთხოვნა აქვთ

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები უერთდებიან.

მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენს.

 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს მთავრობის განკარგულება, რომელიც რიონის ხეობის გადაცემას გულისხმობს უცხოელი ინვესტორის ხელში. მეორე მოთხოვნაა, გაწყდეს ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან“. მესამე, რომ 2015 წლიდან გაცემული ყველა დოკუმენტაცია გაბათილდეს და საბოლოოდ, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა“, - აღნიშნა რიონის ხეობის მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.

 

 

 

ფოტოები: George Boochko