სხვის Wi-Fi ქსელთან დაკავშირება - 7 500 დოლარი , თოლიების კვება - 140 დოლარი - უჩვეულო ჯარიმები მსოფლიოს მასშტაბით | Allnews.Ge

სხვის Wi-Fi ქსელთან დაკავშირება - 7 500 დოლარი , თოლიების კვება - 140 დოლარი - უჩვეულო ჯარიმები მსოფლიოს მასშტაბით

სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს გაუთვალისწინებელმა ხარჯმა ან ჯარიმამ შეიძლება მთელი გეგმები აგირიოთ და სულ მცირე, თქვენს განწყობაზე ცუდად აისახოს. მსოფლიოში უამრავი ისეთი წესი არსებობს, რომელიც საქართველოში შეიძლება სასაცილოდ აღიქმებოდეს, თუმცა საინტერესოა, სად იკრძალება თოლიების გამოკვება? ავტომობილის ღია ფანჯრებით დატოვება და ა.შ.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და უჩვეულო ჯარიმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

კანადა: მანქანის პარკიგზე დატოვება ღია ფანჯრებით - ჯარიმა 64 დოლარი

 

კანადის მოქმედ კანონში წერია, რომ „საზოგადოებრივ ადგილებში გაჩერებულ მანქანებს ხელის მტევნის სიგანეზე მეტად ფაჯრები არ უნდა ჰქონდეთ ჩამოწეული“. წინააღმდეგ შემთხვევაში 64 დოლარის ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. იგივე კანონი მოქმედებს ავსტრალიაშიც.

დიდი ბრიტანეთი: თოლიების კვება - ჯარიმა 140 დოლარი

თოლიებს აგრესიულ ფრინველებად ხშირად მოიხსენიებენ. ისინი საკვების გამო ტურისტებს და ვიზიტორებს მართლაც ხშირად “ესხმოდნენ თავს.“ ამის გამო გაერთიანებული სამეფოს ტურიზმის საბჭომ გადაწყვიტა, რომ ფრინველების ქცევა ტურისტებს აფრთხობდა. 2005 წელს კანონით დაწესდა აკრძალვა თოლიების გამოკვების შესახებ. ჯარიმა 140 დოლარის ოდენობისაა.

დანია: დღის განმავლობაში გამორთული ფარებით გადაადგილება - ჯარიმა 162 დოლარი

დანიაში მძღოლებს ფარები მაშინც კი უნდა ჰქონდეთ ანთებული, როცა დღეა და მზიანი ამინდია. კვლევამ აჩვენა, რომ ანთებული ფარებით გადაადგილებამ საგზაო შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა.

ესპანეთი: ავტომობილის მართვა წელს ზემოთ შიშველ მდგომარეობაში - ჯარიმა 240 დოლარი

როგორც წესი, ესპანეთი წლის ნებისმიერ მონაკვეთში სავსეა ტურისტებით. ამის გამო ხელისუფლებამ დააწესა უცნაური აკრძალვა. იმისთვის, რომ ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ავტომობილის წელს ზემოთ შიშველი მართვისას დიდი ოდენობის ჯარიმა დაწესდა. ჯარიმა 200 დოლარს აღემატება.

იტალია: პირსახოცის დატოვება სანაპიროზე - ჯარიმა 240 დოლარი

ტოსკანას სანაპიროდან სარდინიამდე არსებულ პლაჟებს მთავრობა მკაცრად აკონტროლებს. საქმე იმაშია, რომ საუკეთესო ადგილების “დასაჯავშნად“ ტურისტები ღამით პლაჟზე პირსახოცებს ტოვებდნენ, რაც დიდ დისკომფორტს იწვევდა. ასეთი ქცევა დღეს მკაცრად კოტროლდება და ურჩ ტურისტს დიდი ჯარიმის გადახდაც უწევს.

სინგაპური: უარის თქმა ტუალეტის ჩარეცხვაზე - ჯარიმა 376 დოლარი

საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენება და ჰიგიენის დაცვა სინგაპურში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ვინც არ გაწმენდს საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ, დაჯარიმდება 376 აშშ დოლარით. განაგრძეთ კითხვა