რა დროს უნდა დააძინოთ ბავშვი, რა უშლის ხელს ჯანსაღ ძილში და რა გავლენას ახდენს გამოუძინებლობა ადამიანზე - სპეციალისტების პასუხები | Allnews.Ge

რა დროს უნდა დააძინოთ ბავშვი, რა უშლის ხელს ჯანსაღ ძილში და რა გავლენას ახდენს გამოუძინებლობა ადამიანზე - სპეციალისტების პასუხები

ძილის ხარისხი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე. მისი დეფიციტი კი უამრავი პრობლემისა თუ დისკომფორტის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამ თემის ირგვლივ ბევრი შეკითხვაა, რაზეც სპეციალისტებს აქვთ პასუხები.

როგორ უნდა გაიგოთ, გამოძინებულია თუ არა ბავშვი? ამის დასადგენად ორი ინდიკატორი არსებობს:

  1. შეხედეთ, როგორ იღვიძებს. თუ სიამოვნებით, მშვიდად და იმ დროს იღვიძებს, როცა დაგეგმილია, მაშინ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ, თუ ძნელად იღვიძებს, წუწუნებს და არ სურს ადგომა, ეს იმას ნიშნავს, რომ ღამით ძილი დააკლდა.
  2. ძილის ხარისხი ღამის განმავლობაში. თუ ძილის დროს მოუსვენრობა   აქვს, კბილებს კბილებზე აჭერს, ხშირად ეღვიძება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ზედმეტადაა დატვირთულია და დღიური აქტივობა უნდა შეამციროთ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღამეში 10-12 საათი ეძინოთ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დღის ძილმაც შესაძლოა აანაზღაუროს ის დანაკლისი, რასაც ბავშვი ღამით განიცდის. საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის ნორმა ნელ-ნელა ზრდასრულთათვის დადგენილ ნორმას უახლოვდება და მათთვის მნიშნელოვანია, 8-10 საათის განმავლობაში ეძინოთ. ხოლო უფროსკლასელებისათვის, ისევე როგორც ზრდასრულთათვის, 7-9 საათის განმავლობაში ძილია მნიშვნელოვანი, რომ დღის განმავლობაში ენერგია ეყოთ. mshoblebi რომელ საათზე უნდა დავწვეთ დასაძინებლად? თუ 5-6 წლის ბავშვი დღის განმავლობაში არ იძინებს, ამასთანავე, აქვს ფიზიკური და ემოციური დატვირთვა, მაშინ მან შეიძლება საღამოს რვა-ცხრა საათზე დაიძინოს და დილის შვიდ საათზე   უკვე ეღვიძოს. თუმცა, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს დღის ძილიც აქვს, მაშინ უფრო მოგვიანებით შეიძლება დაიძინოს, საღამოს 10-11 საათისკენ. სკოლის ასაკის მოსწავლეების რეჟიმიც დაახლოებით ასე გამოითვლება. არიან ბავშვები, რომლებიც პირველ ცვლაში სწავლობენ და ზოგიერთ მათგანს დილის 7 საათზე უწეევს ადგომა. თუ მათი ასაკისთვის ძილის ნორმა 11 საათია, მაშინ საღამოს 9 საათზე გვიან არ უნდა დაიძინონ. მაგრამ, თუ მეორე ცვლაში სწავლობენ, რა თქმა უნდა, დაძნების დროც გადაიწევს.

იდეალურ შემთხვევაში, ყველა ადამიანმა საღამოს 10 საათზე გვიან არ უნდა დაიძინოს. ამას თავისი მიზეზი აქვს. mshoblebi როგორ მოქმედებს გვიან დაძინება ჩვენს ორგანიზმზე?

საღამოს 10 საათიდან ღამის პირველ საათამდე ჩვენს ორგანიზმში მელატონინი აქტიურდება. ეს არის ბუნებრვი ჰორმონი, რომელიც ძილ-ღვიძილის რიტმს არეგულირებს. ეს ჰორმონი მხოლოდ დაძინებაში არ გვეხმარება, ბევრ ორგანოზე აქვს გავლენა, მათ შორისაა ნაწლავები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის საჭმლის მონელება პირდაპირაა დამოკიდებული ძილის ხარისხზე. მელატონინი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და მისი შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც შინაგან ორგანოებზე, ისე ზოგადად, ადამიანის განწყობაზე. ძილის ჰორმონის დეფიციტი იმუნური სისტემის შესუსტებას, ცუდ მადასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას იწვევს. როდესაც ადამიანი ძილის ნაკლებობას განიცდის, მელატონინის ნაცვლად კორტიზოლი გამომუშავდება. თავად კორტიზოლი უვნებელია, მაგრამ ჩვენს ორგანიზმს საერთოდაც არ სჭირდება მისი ჭარბი რაოდენობა. თავის მხრივ, გადაჭარბებული რაოდენობით ყურადღების დეფიციტს იწვევს და ბავშვს ახალი ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება უჭირს. მელატონინი ყველაზე აქტიურად 22:00-დან 1:00 საათამდე გამოიყოფა, ასევე მას სჭირდება სიბნელე და სიჩუმე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სწორედ 22:00 საათამდე დაიძნოს.

მართალია, რომ ბავშვები ძილში იზრდებიან? ჩვენი ბებიები რომ ამბობდნენ, ადამიანი ძილში იზრდებაო, საერთოდ არ აჭარბებდნენ, რადგან ზრდის ჰორმონი ყველაზე ინტენსიურას სწორედ ძლის დროს წარმოიქმნება. ზრდის ჰორმონი არა მარტო ზრდის პროცესში, არამედ იმუნური პროცესების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება. სწორედ ამიტომ გვინდა ძილი, როცა ავად ვართ. ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლა სჭირდება. ყველაზე უკეთ კი ეს ძილში გამოსდის. თუ ადამიანს ძილსა და დასვენებაში ხელს არ შევუწყობთ, დაავადება უფრო დამძიმდება და გახანგრძლივდება. mshoblebi ნორმალურია მოზარდისთვის შუაღამით დაძინება?

მოზარდობის პერიოდში ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა ცვლილებას განიცდის. მათ შორისაა, ძილის სტრუქტურაც. 14-17 წლის ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ განსაზღვრულ დროს, კონკრეტულად კი 21, 22 ან 23 საათზე დაიძნონ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ გავლენას ახდენს გაჯეტები. სურვილი, რომ მეგობრებთან 24-საათიანი კომუნიკაცია ჰონდეთ. ამას სოციალური და ფიზიკური ფონიც ემატება და შედეგაც ვხედავთ, რომ ბავშვს ძალიან უჭირს დაძინება, შესაბამისად, დილით სკოლისთვის ადრე ადგომაც. ზრდასრულები გაგებითა და მოთმინებით უნდა მოეკიდნონ თავიანთი შვილების ამ ეტაპს და მისცენ დასვენების დღეებში დიდხანს ძილის შესაძლებლობა.

რატომ არის გაჯეტების გამოყენება ძილის წინ საზიანო? ღამით, როდესაც სინათლეს ვხედავთ, ეს იქნება გაჯეტების, ტელევიზორისა თუ კომპიუტერის, ჩვენი ორგანიზმი ვერ არჩევს სინათლის წყარო ხელოვნურია თუ ბუნებრივი. ამიტომ, მას ჰგონია, რომ სიფხიზლის დროა და ძილი არ გვჭირდება. ეს კი ჩვენს ნერვულ სისტემას ასტიმულირებს და აფერხებს პროცესს, რაც დაძინებაში გვეხმარება. ამიტომ, აუცილებელია, რომ გაჯეტების გამოყენებისას თითოეულმა მშობელმა გარკვეული წესი შემოიღოს. ეკრანზე ყურების მაქსიმალური ვადა საღამოს 7-8 საათი უნდა იყოს. ეს ადამიანის ნერვულ სისტემას საშუალებას მისცემს, დაწყნარდეს და ძილისთვის მოემზადოს. გარდა ამისა, არ შეიძლება საწოლში ტელეფონი. mshoblebi რატომ არის საშიში, როცა ადამიანს საკმარისი დროით არ სძინავს?

გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღამის ღრმა ძილის დროს ტვინის უჯრედული სტრუქტურებიდან "ნარჩენების" მოცილებაზე პასუხისმგებელი სისტემა უფრო ოპტიმალურად და ოპერატიულად მუშაობს. სწორედ ამიტომაა, როცა საჭირო დროით არ გვძინავს, თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ცუდი განწყობა რომ გვაქვს. მაგრამ, თუ ბავშვი რეგულარულად შუაღამით იძინებს, მაშინ პრობლემები მხოლოდ განწყობის გაფუჭებით არ შემოიფარგლება. ძილის უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა, მადის დაქვეითება, იმუნური პრობლემები, სწავლის ხარისხის შემცირება, ენერგიის დეფიციტი. გარდა ამისა, კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა მოზარდებში ხშირად იწვევს გამონაყარს. როდესაც კარგად არ გვძინავს, მადის მარეგულირებელი ჰორმონები - ლეპტინი და გრელინი "წონასწორობას" კარგავენ და მუდმივად გვინდა შოკოლადის, ნამცხვრისა თუ ფუნთუშის ჭამა, რაც გავლენას ახდენს ჩვენს წონაზე, განსაკუთრებით მოზარდებში. ამიტომ, ხარისხიანი და უწყვეტი ღამის ძილი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვებსაც უნდა ვასწავლოთ ძილის ჰიგიენა, რომ დასენებსა და განთვირთვას განსაკუთრებული ღირეულება ჰქონდეთ მათთვის.

myquiz