7 სახლი, 12 მიწის ნაკვეთი, ანგარიშები უცხოეთის ბანკებში - რა ქონებას ფლობს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ფრიდონ ინჯია | Allnews.Ge

7 სახლი, 12 მიწის ნაკვეთი, ანგარიშები უცხოეთის ბანკებში - რა ქონებას ფლობს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ფრიდონ ინჯია

7 სახლი, 12 მიწის ნაკვეთი, ანგარიშები საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში, ეს იმ ქონების ნაწილია, რომელსაც დეპუტატი ფრიდონ ინჯია ფლობს.

იგი საქართველოს 10-ე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა. ოპოზიციის საყოველთა ბოიკოტის მიუხედავად, მან პარლამენტში შესვლა მაინც გადაწყვიტა და 3 თანაპარტიელთან ერთად „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ფრიდონ ინჯია, რომელმაც ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 5 მარტს შეავსო.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის: 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 48 კვ.მ სახლი კასპში. ასევე, 250 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართი მარტვილში, რომელიც 2019 წელს 156 000 ლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა, მის კუთვნილებაშია თბილისში, ჭავჭავაძეზე მდებარე 263 კვ.მ სახლის 56%; ხოლო 98 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის 50%-იანი წილი.

ფრიდო ინჯიას სახელზეა 498 კვ.მ და 1500 კვ.მ სახლები თბილისში. ხოლო მარტივილში 107 კვ.მ, 160 კვ.მ და 158 კვ.მ ფართობის სახლები, ასევე, 330 კვ.მ, 1737 კვ.მ , 1302 კვ.მ, 1441 კვ.მ და 1583 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატს ეკუთვნის 408 კვ.მ ხეხილსანერგე მეურნეობა, ასევე, 572 კვ.მ და 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთებიც თბილისში. ხოლო, 200 კვ.მ და 1993 კვ.მ მიწის ნაკვეთები წყნეთში. 122000 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი კასპში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ფრიდონ ინჯიას სახელზეა მსუბუქი ავტომანქანები: Mercedes-Benz Van V250 BLUETEG (2016 წ.) და Mersedes-Benz S500 (2013წ). რომელთა ჯამური ღირებულება 486 000 ლარს შეადგენს. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც საჩუქრად გადაეცა და მისი ღირებულება 11 500 ლარია.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ფრიდონ ინჯიამ სამზარეულოს ტექნიკასა და ავეჯში 200 000 ლარი გადაიხადა. განაგრძეთ კითხვა