ქვეყანას ახალი მილიონერი ჰყავს- ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა | Allnews.Ge

ქვეყანას ახალი მილიონერი ჰყავს- ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა

"ლოტო 6/42"-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად "ლოტო 6/42"-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.

"საქართველოს ეროვნული ლატარია" ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი "ლოტო 6/42"-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.

ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;