"ერი გახლეჩილია ორად: ერთს ესმის ტრიი, მეორეს ანტონიი" - როგორ ეხმაურებიან ბერას ინტერვიუს "ფეისბუქში" | Allnews.Ge

"ერი გახლეჩილია ორად: ერთს ესმის ტრიი, მეორეს ანტონიი" - როგორ ეხმაურებიან ბერას ინტერვიუს "ფეისბუქში"

გუშინ "იმედის" ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მომღერალმა ცნობილ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრა, სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

 

ლაშა ბაქრაძე, ისტორიკოსი:

"ერი გახლეჩილია ორად: ერთს ესმის ტრიიიი, მეორეს ანტონიიიიი"

 

თათია დოლიძე, გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი:

"ირაკლი ღარიბაშვილს დავესესხები: "ყოჩაღ, მაგარი ვაჟკაცურად მოქცეულხარ" მითუმეტეს, თუ "დედიკოს" შეეხნენ, სრულიად გასაგები და მისაღებია..."

***

"ბოლო-ბოლო, თუ "ვაჟკაცობაა", ქართველი კაცი თვითონ მივა და გაარკვევს საქმეს, და არა სპეციალური დაცვის სამსახურის გამოყენებით..."

გიორგი ბერძენიშვილი, საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

"მომეშვა გულზე, თურმე ფრანგულში ამეცადინებდა ბავშვს"

"არ ვიცი, ვინ იყო, ის ქალი ჟურნალისტი (ხმა მესმოდა), ეკითხება ბერას, ახალ სიმღერებს როდის ველოდოთო. აი, აქ უკვე დავმშვიდდი, რა... რადგან ეს იყო, რაც ერს გვაწუხებდა"

 

ნინია კაკაბაძე, უფლებადამცველი:

"ავოეეე, ყოჩაღ ბერა ძმაო! "მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, მე იმას დღესაც პასუხს მოვთხოვ". აი კაცი!

P.S. ეს მოსწონს ამ ქართველს და ნუ შეჭამეთ ტვინი რაა!!! ღმერთო, რეებს ლაპარაკობ, დედიკო?!"

"მე თუ მკითხავთ დღეს ბერამ პირდაპირ ეთერში ბევრად უფრო მაგარი "ფარული ჩანაწერი" დადო! ახლა ხომ აღარ არის 15-16 წლის?! რა თქვა იმისგან განსხვავებული, რაც თუნდაც 10 წლის წინ გააკეთა?!"

"ეს ძველი ბიჭიც ყოფილა და ახლაც ღარიბაშვილს და იმ მეორეს არბენინებს დედიკოს შეურაცხყოფისთვის თუ სხვა ხალხი ყავს ახლა?"

"მაგდა ანიკაშვილის აციმციმებული თვალები და გაბადრული სახე არ ამომდის თავიდან! რა უხერხულია ღმერთო! რომ არ ჩაეკითხებოდა დედის შეურაცხყოფისთვის პასუხს როგორ მოთხოვთ, საჯარო პირი ბრძანდებით თმენის ვალდებულება გაქვთო - ეგ კი ვიცოდი, მაგრამ 32 გადმოყრილი კბილი და შეყვარებული თვალები ნამეტანი იყო!"

 

გოგი გვახარია, ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი:

"დედა გიყვარს?" (ავლიპი ზურაბაშვილი)

"დღევანდელი საღამოს ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება იყო არა ბერა, არამედ მაგდა ანიკაშვილი და მისი თხოვნა, გვიამბოს ბერამ თავისი შემოქმედებითი გეგმების შესახებ. ამ ქვეყნის პრობლემა ეგ უფროა, ვიდრე ბერა. ამაზე მართლა არ მყოფნის იუმორი, ამ გულისამრევ მოცემულობაზე, რომელიც არ გადის და არ გადის"

 

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი:

"რიგითი ქოცი რომ ვიყო, გამიტყდებოდა, ასეთი ..ლე რომ ვგონივარ ქოცთუხუცესებს"

 

გიო ბურჯანაძე, სახალხო დამცველის მოადგილე:

"ხორავას საქმე - ერთმა ბავშვმა მეორეს შეაგინა და მერე "ღირსების დაცვას" ორი ბავშვი შეეწირა!

შაქარაშვილის საქმე - შეაგინეს ერთმანეთს, "დაიცვეს ღირსება" და 19 წლის ბიჭი მოკლეს!

ბავშვებს უნდა ვუთხრათ, რომ გინებისას და შეურაცხყოფისას პოლიციას ან სახელმწიფო ორგანოებს მიმართონ. ვინც გეუბნებათ, რომ "ღირსება უნდა დაიცვათ" ან რამე სხვა ძალადობრივი რეაქცია გქონდეთ, ის მკვლელობის ბოროტი წამახალისებელია.ყველას გილოცავთ ვინც დღეს გადარჩით და ცოცხალი ხართ ამ ქვეყანაში... ხვალ შეიძლება თქვენზე ძლიერს და გავლენიანს გადაეყაროთ და მოკვდეთ...აფერუმ, ვინც თქვენი პოლიტიკური ან საჯარო როლით, ამ ბოროტებას ახალისებთ!"

რამაზ ხატიაშვილი, ჟურნალისტი:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტონ ღარიბაშვილი"

"ქართველი კაცი ვერ მოითმენს დედის გინებასო და პასუხს ყოველთვის გასცემსო. კი ბატონო, მეც ეგრე მგონია, ოღონდ თვითონ გასცემს პასუხს, და არა სხვების ხელით. შენ თვითონ რომ სახლში თბილად ზიხარ და სხვებს აგზავნი მოსაგვარებლად, ეგ კაცობა არ არის. ლაჩრობაა. რა ვიცი, ჩემი გაგებით ეგრეა"

დავით ქაშიაშვილი, ჟურნალისტი:

"რა კარგი კითხვებია"

"ანტონ ღარიბაშვილი"

ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" ლიდერი:

"პირველად ფრანგული მაშინ გაიგონა, ზებრამ რომ უთხრა: "ჟე თღამბლე დან ტონ ბუშ მონ ამი"-ო. მას მერე პირი აღარც მოუმუწია... ამონარიდი რომანიდან: "პროდიუსერ ანტუნიი ღარიბაშვილის ვნებანი"

"დილით, უზმოზე მეოთხე მოსმენით მართლა ანტუნიი ისმის, რაის ტრი ტრი. ცადეთ აბა. მინიშნება: არ ვხუმრობ"

"ხალხო, ვისაც არ გინახავთ არ ნახოთ! არ ნახოთ! სიკვდილამდე გაგყვებათ ეს მარაზმი! ტფუ!"

"ამათი ნაძირლობა და უტიფრობა ერთია და მეორეა ის, რომ ზუსტად ასეთივე უტიფარი მხარდამჭერები შემორჩათ, აი აზრი რო არა აქვს მათთან კამათს კი არა, უბრალო საუბარსაც კი. ჩანასახშივე კლავენ ერთმანეთთან დალაპარაკების მინიმალურ შესაძლებლობას. მგონი ადამიანებიც არ არიან, რაღაც ახალი ვარიაციაა, რისი სახელიც არ ვიცი.საშინელებათა ფილმში მგონია თავი, თან უნიჭოში"

 

დათა თავაძე, რეჟისორი:

"დედიკოს კულტი"

"სანამ მაჩოობა არ გადაგვარდება, მანამდე არ გვეშველება არაფერი"

"მართლა არ მჯერა, რაც "იმედზე" ხდება. როგორც ჩანს, ზოგიერთები იმ ფეიკექაუნთებისგან ვეღარ გვარჩევენ უკვე ტიქტოკისთვის რომ იყიდეს მილიონობით"

ნანკა კალატოზიშვილი, მსახიობი:

"არადა რაც მამას უნდაა..."

ვახო სანაია, ჟურნალისტი:

"ფრანგული ვინ იცით ? ანტუნიდან ტრი გამომიყვანეთ".

"ქოცებს ანტუნი ესმით, ნაცებს - ტრი".

"კაცო, ამბობს აგერ მე ვიყავიო. თუ შემაგინებენ, კიდევ მოვთხოვ პასუხსო. რა ფაბრიკაციაზე ლაპარაკობს ხელისუფლება?"

"ასე ლამაზად და მხიარულად ასრულებს ქუჯისა და ფარნავაზის მოგონილი ქვეყანა არსებობას"

ნინო დანელია, მედიაექსპერტი:

"მივხვდი, რომ იმდენად მერევა გული, რომ ვერ ვუყურებ. ასეთი რამ მინახავს კინოში, წამიკითხავს, ისტორიული ფაქტები ვიცი, მთლად ჩემს ქვეყანაში და დღეს, მეტისმეტია, სამწუხაროდ. რეალობაზე კი არ ვხუჭავ თვალს, რეალური ადამიანების ფოფხიალს ფულის და ძალაუფლების წინაშე ვერ ვუყურებ"

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"მარიამ, ვნახოთ ერთი რა შვილი ხარ და რას იზამ ქოცები რომ დედას შეგაგინებენ. ერთი თავი არ გაგიხეთქია, დედიკო".

***

"მაგდა, მოიცა კაცო ის კითხვა სადაა? მისი საყვარელი ფერი რომელია? ან საყვარელი ფილმი? კარგით რა, ამ კითხვების გარეშე იქნებოდა ეს ინტერვიუ?"

გოკა გაბაშვილი:

"მთავარი აქცენტი ბერაზეა. არადა, ჩემი აზრით, ყველაზე საძაგელი პერსონაჟი ღარიბაშვილია. იმის მაგივრად, რომ ელემენტარული კაცობა იქონიოს და გათავხედებულ უფლისწულს უთხრას - რა დაცვა და რა მიგალკები, რა დაშინება... ხო არ გაგიჟდი შვილო - თავი არ შეირცხვინო. აი ამის მაგივრად აქეზებს და საოცარი პადხალიმური ხითხითით უწონებს უმსგავსობას და ამხელა კაცი, ერთობა ბავშვის დაშინებით, როგორი გაფითრებული იყო, როგორი "ჩაფსმული" და სკოლაში რომ ვერ მივა ერთი კვირა... საქართველოს პრემიერ-'მინისტრი"

 

ფოტოს ავტორი ირაკლი კორძაია:

კატო კოპალეიშვილი:

"ჩანაწერი დაადასტურა და ეხლა ტიკტოკის გეგმებზე საუბრობს. ღმერთო, გვხედავ თუ მაქედანაც გავქრით?"

"ამას ეხლა გონია რომ იმ ჩანაწერზე უკეთესს რამეს ლაპარაკობს? თუ გადაწყვიტა, რომ ავთენტურობა დაედასტურებინა იმედის ლაივში?"

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი:

"მამამისის მონები თავისი ძმაკაცები რომ ჰგონია, ეს რა ტრაგიკომედიაა?"

ნინო ხოზრევანიძე, ჟურნალისტი:

"ჯანდაბაში ვართ და უფრო ღრმა ჯანდაბისკენ მივექანებით, ეს გავიგე ბერას ინტერვიუდან"

 ambebi.ge       ტეგები თემაზე: #ბერა ივანიშვილი