"ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება..." - როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში და რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან | Allnews.Ge

"ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება..." - როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში და რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მარტის ბოლოდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში 22 მარტიდან შემოვა, ხოლო "ასტრაზენეკა" მარტის თვის ბოლოდან.

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში და რა გვერდითი მოვლენებია გამოხატული ამ დროისთვის -AMBEBI.GE ჯანდაცვის ექსპერტსს ზაზა წერეთელს ესაუბრა.

- რამდენად რეალურად გეჩვენებათ ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინი , რომ საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარე თვეში დაიწყება?

- ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ გაჭიანურდა ძირითადად ორი მიზეზით - ერთი პრობლემები "კოვაქსის" მხარეზე და მეორე საქართველოს მიერ არასაკმარისად განხორციელებული აქტივობები ვაქცინების მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ამყარებდა იმედებს მხოლოდ "კოვაქსზე" და არ განახორციელა საჭირო კონტატქები სხვა ქვეყნებთან და მწარმოებლებთან, რომ დამატებითი საშუალებები მოეძებნა. "კოვაქს პატფორმასთანაც", როგორც ჩანს, კონტაქტები არც თუ ისე აქტიური იყო.

განაცხადი იქნა შეტანილი მხოლოდ ბოლო დღეს და ასე შემდეგ. ახლა "კოვაქსი" აცხადებს რომ საქართველოსთვის არის გამოყოფილი როგორც "ასტრა ზენეკას“" ისე "ფაიზერის" ვაქცინა. თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება ნამდვილად ძნელია, რადგან დამკიდებულია იმაზე, თუ რა შეთანხმებას და როდის მიაღწევს საქართველო "ფაიზერთან", იმ დამატებთი მოთხოვნების გათვალისწინებით. ხოლო "ასტრაზენეკას" პირველ პარტიას ალბათ უნდა ველოდოთ მარტის ბოლოსთვის, თუ საქართველო გაზრდის თავის აქტივობას და უფორ შეაწუხებს "კოვაქს პლატფორმას".

- მსოფლიოში რა ვითარებაა ვაქცინაციის მხრივ? რამდენად აქტიურად მიმდინარეობს?

- ამ ეტაპზე აცრები დაწყებულია 111 ქვეყანაში და დაახლოებით 279 მილიონი დოზა ვაქცინაა გაკეთებული. დაახლოებით 65 მილიონი დოზა კეთდება ყოვედღე. ცოტა შეფერხებებია იმის გამო, რომ სამწუხაროდ მწარმოებლებს არ აღმოაჩნდათ რესურსები, რომ ამდენი ვაქცინა დაემზადებინათ და ამიტომ ვაცინაციის ტემპები ამ მომენტისთვის ცოტა ნელია. განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში.

- რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენებს, რა სიმპტომებია წამყვანი ამ დროისთვის და რამდენად საშიშია ისინი?

- გვერდითი მოვლენები ვაქცინის მუშაობის ნიშანია და ჩვეულებრივი მოვლენაა. მათგან ძირითადად გვხვდება ინექციის ადგილის ტკივილი და შეშუპება, დაღლილობა, თავის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გულისრევა, შეფერხებული შეშუპება, სიწითლე ან გამონაყარი ინექციის ადგილზე, შეშუპებული ლიმფური კვანძები (ჩვეულებრივ ვლინდება მუწუკში ან იდაყვის ძვლის ზემოთ) რეაქციების უმეტესობა დროებითია და რამდენიმე დღის განმავლობაში წყდება. CDC–ის მონაცემები, რომელიც 19 თებერვალს გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ "მოდერნასა" და "ფაიზერის" ვაქცინების გვერდითი მოვლენები მოსალოდნელი იყო და პირველი 22 მილიონი ადამიანის აბსოლუტურ უმრავლესობაში.

ჯონსონის ვაქცინა, რომლის ეფექტურობაც არის დაახლოებით 86%, როგორც ჩანს, გარკვეულწილად ნაკლებად იწვევს გვერდითი მოვლენების განვითარებას, ვიდრე სხვა ვაქცინები. კლინიკური კვლევის მონაცემებში, რომელიც FDA– ს გადაეცა, ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იყო თავის ტკივილი (39 პროცენტი), დაღლილობა (38 პროცენტი), კუნთების ტკივილი (33 პროცენტი), გულისრევა (14 პროცენტი) და სიცხე (10 პროცენტი). ამ მომენტისათის ვაქცინით გამოწვეული სიკვდილობის აცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. გამოვლინდა ყველაზე მძიმე გართულებაა ე.წ.ანაფილქსიური შოკიც, თუმცა ისეც რამოდენიმე დღეში გადის.