"ქურდულ სამყაროში სიმამრის დახმარებით მიიღეს" - ვინ არის "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი", რომლის წინააღმდეგაც რუსეთში ახალი საქმე აღიძრა | Allnews.Ge

"ქურდულ სამყაროში სიმამრის დახმარებით მიიღეს" - ვინ არის "კანონიერი ქურდი" "დათო სვანი", რომლის წინააღმდეგაც რუსეთში ახალი საქმე აღიძრა

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის 48 წლის დავით გერლიანის, იგივე "დათო სვანის" წინააღმდეგ რუსეთის შსს-მ ახალი საქმე აღძრა. მუხლი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, "კრიმინალურ იერარქიაში" მაღალი საფეხურის დაკავებას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტი" რამდენჯერმეა ნასამართლევი. 1992 წელს სანკტ-პეტერბურგში ის ქურდობის გამო დააკავეს, ხოლო 2001 წელს ციხეში ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა.

ქურდულ სამყაროში დავით გერლიანი 2014 წელს მარტში "მიიღეს". შეკრება თურქეთში მოეწყო. "კანონიერ ქურდად" გიგა ვიბლიანმა და მინდია გორაძემ, იგივე "ლავასოღლიმ" "აკურთხეს". სააგენტოს წყაროს ცნობით, გერლიანის "კანონიერ ქურდად" "კურთხევაში" მთავარი როლი მის "დამსახურებებს" არ უთამაშია.

სოხუმში დაბადებული "დათო სვანი" "კრიმინალურ ავტორიტეტთა" იმ კატეგორიას მიეკუთნებოდა, რომელიც ზედმიწევნით იცავდა "ქურდულ კოდექსს", მან ცხოვრების თითქმის ნახევარი, ჯამში ოცი წელი, ციხეში გაატარა. დავით გერლიანის სახელს უკავშირდება საკმაოდ გახმაურებული ფაქტი..,განაგრძეთ კითხვა