3 შეზღუდვა, რაც ორშაბათიდან აღარ იმოქმედებს | Allnews.Ge

3 შეზღუდვა, რაც ორშაბათიდან აღარ იმოქმედებს

ორშაბათიდან, 8 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.

კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, ორშაბათიდან, 8 მარტიდან:

  • სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები (სასტუმროები სამთო კურორტებზე 25 თებერვლიდან გაიხსნა);
  • ბათუმის გარდა, რესტორნები უკვე ყველგან დაიწყებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (ბათუმში რესტორნებში შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა);
  • სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც აღადგენენ მუშაობას.