ბევრი ამას არასწორად აკეთებს- როგორ უნდა მივიღოთ მინერალური წყალი | Allnews.Ge

ბევრი ამას არასწორად აკეთებს- როგორ უნდა მივიღოთ მინერალური წყალი

მინერალური წყალი ორგანიზმს საჭირო ელემენტებით მოამარაგებს, რაც თქვენი ორგანოთა სისტემის გამართულ მუშაობას შეუწყობს ხელს. მინერალური ეწოდება წყალს, რომელიც გახსნილ მარილებს, მიკროელემენტებს და ზოგიერთ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტს შეიცავს.

დადგენილია, რომ ის ბევრ დაავადებას კურნავს. მის სამკურნალო ეფექტს კი შერეული სტრუქტურა აძლიერებს. ის შეიცავს ბევრ ელემენტს, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

რკინა

• ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს, ასევე, ანემიისგან დაგიცავთ.

მაგნიუმი

• ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ენერგეტიკურ ცვლას არეგულირებს, ამასთანავე ნერვული სისტემისთვის არის კარგი.

კალციუმი

• იონურ თანასწორობას უზრუნველჰყოფს. სასარგებლოა ძვლებისთვის, კბილებისთვის, კუნთებისთვის. გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. დადებით გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე.

ნატრიუმი

• სისხლის წნევას აწესრიგებს. სასარგებლოა კუნთის მუშაობისთვის.

კალიუმი

• გულისთვის და თირკმელებისთვის არის აუცილებელი.

ფტორი

• ძვლების და კბილების უმთავრესი ელემენტია.

მინერალური წყლებით თქვენ უმკურნალებთ შემდეგ დაავადებებს:

• კუჭის ქრონიკული კატარი

• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

• ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები

• პანკრეასის ქრონიკული ანთება

• ქრონიკული კოლიტი

• ნაწლავის ფუნქციური დარღვევები

• ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები: პოდაგრა, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი

• ზედა სასუნთქი გზების დაავადებები

• საშარდე გზებისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადება

სხვადასხვა დაავადების დროს, სხვადასხვა ტიპის მინერალური წყალი გამოიყენება.

მიღების დოზებიც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ, ვინაიდან გათვალისწინებული უნდა იყოს კუჭის სეკრეციული ფუნქცია, კუჭის წვენის მჟავიანობა.

როგორ მივიღოთ მინერალური წყალი, რომ მისი სამკურნალო ეფექტი არ დაიკარგოს?

• თუ კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა აღენიშნება ადამიანს, მინერალური წყალი ჭამამდე 1-1.5 საათით ადრე, 35-40 გრადუსამდე შემთბარი უნდა მიიღოს.

ასეთ მდგომარეობაში ის კუჭის წვენის ლორწოვან გარსს არ დააზიანებს, კუჭის წვენის გამოყოფას შეამცირებს.

• დაბალი მჟავიანობის დროს ჭამამდე 10-15 წუთით ადრე ან საჭმელთან ერთად - ოთახის ტემპერატურის. გაზიანი სვით ნელა, მცირე ყლუპებით.

• თუ კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმის ფარგლებშია, მინერალური წყალი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, შემთბარი, ან ოთახის ტემპერატურის უნდა მიიღოთ.

• კუჭის სპაზმური ტკივილების, ფაღარათის დროს, 40-50 გრადუსამდე შემთბარი მიიღეთ.

• ყაბზობისას უმჯობესია გრილ მდგომარეობაში მიღება.

ნებისმიერმა ავადმყოფმა დღეში 3-ჯერ - საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ უნდა დალიოს.

myquiz