,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - დაწესებულებების ნაწილი, რომელიც უკვე დაიხურა | Allnews.Ge

,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - დაწესებულებების ნაწილი, რომელიც უკვე დაიხურა

გახსნის შემდეგ, რესტორნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. ,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ქსელური რესტორნების ის ნაწილი კი, რომლებიც გაიხსნა, მხოლოდ 40%-ით ფუნქციონირებს. ფილიალები კი გააუქმეს.

,,სანამ კოვიდ პანდემია დაიწყებოდა, ბაზარზე 10 000-მდე ობიექტი იყო. ამაში შედის - რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები და ა.შ. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნებოდა გადადგმული სწორი ნაბიჯები, ბაზარს ობიექტების 50% დატოვებდა. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა. პირველი ლოქდაუნის შემდეგ ქვეყანაში რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს. დარჩენილი ობიექტებიდან, ქსელურ რესტორნებს მოუწიათ ფილიალების შემცირება და მათი მხოლოდ 40% მუშაობს. 10 000-დან 700-მდე შემცირდა დელივერის (მიტანის) სერვისით დასაქმებული რესტორნების რიცხვიც“- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება.

,,დიდი რესტორნები, რეგულაციების ფარგლებში ვერ ახერხებენ ოპერირებას, რადგან ქორწილების და სხვა ივენთების მოწყობით იყვნენ დაკავებული. აკრძალვებიდან გამომდინარე, მათ გახსნას აზრი არ აქვს. ბაზარზე დაბრუნდნენ საშუალოზე პატარა ობიექტები. მეორე ლოქდაუნის დაწყებიდან ვამბობ, რომ თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ბაზარს მხოლოდ რესტორნების 2% შერჩება და ეს ვარაუდი, სამწუხაროდ, მართლდება. პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამკლავება, განსაკუთრებით რთული იმიტომ არის, რომ ობიექტების 95% იჯარით აქვთ აღებული მეპატრონეებს და ვერანაირად ვერ ახერხებენ ქირის გადახდას.

განაგრძეთ კითხვა

myquiz