დედობა 21-ე საუკუნეში, როგორც არჩევანი და არა შემთხვევითობა - როგორ შეიცვალა დედის როლი დროთა განმავლობაში? | Allnews.Ge

დედობა 21-ე საუკუნეში, როგორც არჩევანი და არა შემთხვევითობა - როგორ შეიცვალა დედის როლი დროთა განმავლობაში?

ისევე, როგორც ბევრი სხვა როლისა თუ ცნების აღქმა, 21-ე საუკუნეში დედობაც რადიკალურად იცვლება. დღევანდელი დედები წინა თაობების დედებთან შედარებით უკვე სხვანაირები არიან - მათ, სავარაუდოდ, უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, ორ შვილზე მეტი იშვიათად ჰყავთ და უფრო იშვიათად იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქორწინება ჰქვია.

  • დასაქმება

დასქმების კუთხით, დედებისა და მამების როლი ახლა უფრო მეტად ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე ოდესმე. წინა საუკუნის უმეტესი პერიოდის განმავლობაში (და მანამდე)მშობლების მოვალეობები მეტად სპეციალიზირებული იყო. მამა მუშაობდა და ანაზღაურებას იღებდა, დედის მუშაობა კი სახლის საქმეებს ეხებოდა (რასაც, თავისმხრივ, ფულადი სარგებელი არ მოჰყვებოდა). მაგრამ რაც ქალებს განათლებაზე მეტი წვდომა მიეცათ, - ტექნოლოგიების გამოჩენამ საშინაო საქმეების სიმძიმე შეამცირა, დედებისა და მამების ფუნქციების გამიჯვნა შემცირდა, უფრო მეტმა დედამ დაიწყო ანაზღაურებისთვის მუშაობა და პირიქით, უფრო მეტი მამა დაკავდა სახლის საქმეებით.რა თქმა უნდა, განსხვავება ჯერ კიდევ არსებობს:

როგორც theatlantic.com-ზე ვკითხულობთ, დაქორწინებული დედების 43% სრულ განაკვეთზე მუშაობს, დაქორწინებული მამების 88%-თან შედარებით. დღესაც, დედები გაცილებით ხშირად აკეთებენ ბავშვის მოვლის "ბინძურ საქმეებს", მამები კი მეტ დროს ხარჯავენ ბავშვებთან თამაშში ან სახლის ისეთ საქმეებში, რომელიც "მამაკაცურ სამუშაოსთან" ასოცირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს განსხვავებები ნელ-ნელა შესაძლოა, სრულიად აღმოიფხვრას. მეტი ბავშვის ყოლის შემთხვევაში მუშაობის ალბათობა მცირდება.

შრომის სტატისტიკის ბიუროს 2005 წლის მონაცემების თანახმად, თითოეული შემდეგი ბავშვი დაახლოებით 5%-ით ამცირებს ტიპიური დედის მუშახელად ყოფნის ალბათობას. ასევე,დედები ახალშობილი ბავშვებით ყველაზე ნაკლებად მუშაობენ და დასაქმების მაჩვენებელი იზრდება მაშინ, როცა მათი შვილები ადრეულ თინეიჯერულ ასაკში შედიან. ლოგიკურად, რაც უფრო მეტი ბავშვი ჰყავს მშობელს, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის მას პატარა ასაკის შვილიც ეყოლება, რომლის მოვლაც უფრო შრომატევადია და მუშაობისთვის დროსა თუ სივრცეს არ ტოვებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია შემოსავალიც - საშუალო კლასის წარმომადგენელი დედები ყველაზე ხშირად მუშაობენ. ისინი, სავარაუდოდ, სამსახურში დადიან მაშინ, როდესაც ქმრის ხელფასით, მათი ფინანსური მდგომარეობა საშუალო სტატისტიკურია.

  • შობადობის დაცემა

ქალებში, განურჩევლად განათლებისა, შობადობა მნიშვნელოვნად დაეცა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ ვარდნა ყველაზე მკვეთრი იმ დედებს შორის იყო, რომელთაც ნაკლები განათლება აქვთ.

40 წელს გადაცილებულ ქალებში უფრო მეტია ისეთი, ვისაც შვილი საერთოდ არ ჰყავს. 40 წლამდე ასაკის ქალებს შორის ბავშვების არყოლა თითქმის ორჯერ უფრო სავარაუდოა, ვიდრე 40 წლის წინ. პრაქტიკულად ყველა დონეზე, ქორწინების გარეთ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იბადება. დაუოჯახებული დედების რიცხვის ზრდა კულტურული და ეკონომიკური საიდუმლოებაა, მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ დემოგრაფიულ ჯგუფებში ქორწინების მიღმა დაბადებულთა წილი იზრდება.

ქორწინებების წილი შემოსავლის ყველა დონეზე იკლებს, გარდა უპირველესი 5%-ისა.ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები უფრო იშვიათად ქორწინდებიან. 1970 წლიდან დაქორწინების მაჩვენებლები 20%-ზე მეტით დაეცა ქალი მუშახელის ქვედა ნაწილში დაგაიზარდა მხოლოდ უმდიდრეს 5%-ში. მაღალშემოსავლიანი ქალებში ოჯახის შექმნა გაცილებით მოსალოდნელია, ვიდრე 40 წლის წინ.

  • სხვა ფაქტორები

დაახლოებით 25 წლის წინ, სხვა ბევრ ცვლილებასთან ერთად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ახალი გლობალური კონსენსუსის დასაწყისი დადგა, რომლის მიზანი საკუთარი მომავლის განსაზღვრის მიზნით ქალებისა და საზოგადოებათა გაძლიერება იყო. კაიროში მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე, 179-ე მთავრობამ რევოლუციური სამოქმედო პროგრამა მიიღო, რომელიც ყველა ადამიანისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ქონას ახალისებდა, ოჯახის ნებაყოფლობითი დაგეგმვისა და დედების ჯანმრთელობის სერვისების ჩათვლით.

მომდევნო წლებში სამედიცინო მიღწევებმა, სოციალურმა პროგრესმა და ქალთა უფლებების მზარდმა მხარდაჭერამ მთელ მსოფლიოში დედობის გამოცდილების შეცვლას შეუწყო ხელი. თუმცა, რა შეიცვალა სინამდვილეში, როგორ გარდაიქმნა დედობა?

  • დედად გახდომისას, ქალები უფრო იშვიათად იღუპებიან

ასეთი ტრაგედიები დღეს ნაკლებად გვხვდება.

გაერთიანებული ერების მოსახლეობის ფონდის საიტის მონაცემებით, ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, დედების სიკვდილიანობა 40%-ით შემცირდა. ეს უზარმაზარი მიღწევაა, მაგრამ გლობალურ მიზნებს ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. 1994 წელს გამართულ კონფერენციაზე, ლიდერებმა მიზნად დაისახეს, რომ დედების სიკვდილიანობა 100 000 ახალშობილზე 75-მდე შეემცირებინათ.

დღეს დედების სიკვდილიანობის კოეფიციენტი 100 000 ახალშობილზე 216 გარდაცვალებას შეადგენს. ეს ახალი სიცოცხლის შობის დროს გარდაცვლილი 800-ზე მეტი ქალია ყოველდღიურად. მათი უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია.

  • უფრო მეტი ქალის მშობიარობაზე ზრუნავს გამოცდილი ასისტენტი, მაგალითად, ბებიაქალი

დედების სიკვდილიანობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეტი ქალი იღებს კვალიფიციური ბებიაქალის მომსახურებას. მშობიარობაზე დასწრების წილი 2010 წელს 67 %-იდან 2017 წელს 79%-მდე გაიზარდა.

  • ქალები უფრო ხშირად ხდებიან დედები საკუთარი გადაწყვეტილებით და არა - შემთხვევითობით

ბოლო 25 წლის განმავლობაში კონტრაცეფციის გავრცელება 25%-ით გაიზარდა, გაუთვალისწინებელი ორსულობა კი 16%-ით შემცირდა. ეს ციფრები ქალთა უფლებებისა და ჯანმრთელობის ტრანსფორმაციას წარმოაჩენს. როდესაც ქალებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ, როდის, ან საერთოდ, ჰყავდეთ თუ არაშვილები, მათ მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარ განათლებასა და მისწრაფებებს მისდიონ.

განაგრძეთ კითხვა