რა განსხვავებაა სოფლისა და საწარმოს კვერცხს შორის, რომელი უფრო სასარგებლოა და როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა პროდუქტი - რჩევები სპეციალისტისგან | Allnews.Ge

რა განსხვავებაა სოფლისა და საწარმოს კვერცხს შორის, რომელი უფრო სასარგებლოა და როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა პროდუქტი - რჩევები სპეციალისტისგან

ხშირად ისმის საუბარი იმაზე, არის თუ არა კვერცხი სასარგებლო პროდუქტი, საუბრობენ იმაზეც, რომ თითქოს ის ადამიანის ორგანიზმში ხელს უწყობს ქოლესტერინის დაგროვებას, ამიტომ, ზოგიერთი მის მიღებას თავს არიდებს... მართლაც აუცილებელია თუ არა, ორგანიზმისთვის ეს პროდუქტი, რა რაოდენობით უნდა მივიღოთ და რა უნდა ვიცოდეთ კვერცხის შეძენისას. ამ თემაზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული გვესაუბრება:

- კვერცხი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც მდიდარია D,H,K ვიტამინებით, მინერალებიდან - კალციუმით, თუთიით, რკინით. მასში არის შეუცვლელი ამინიმჟავა B4, რომელიც ღვიძლს ნორმალურ ფუნქციონირებაში ეხმარება, მაგრამ მისი დიდი რაოდენიბით მიღება რეკომენდებული არ არის, მასში ქოლესტერინის შემცველობის გამო. საურველია, კვების რაციონში ის დოზირებულად იქნას გამოყენებული.

- კი, მაგრამ რომელი კვერცხი უნდა მივიღოთ? ეს პროდუქტი მაღაზიის თაროებზე ხარისხების მიხედვით აწყვია. რა განსაზღვრავს მის ხარისხებს და როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვერცხი?

- მაღაზიებში დახლებზე გხვდება, სხვადასხვა მწარმოებლის, განსახვავებული ზომის და ფერის კვერცხი, მაგრამ ხშირად მოთხოვნადი უმეტესად ქათმის თეთრი ფერის კვერცხია, რომელიც ზომის მიხედვით იყოფა 3 კატეგორიად - ეს არის - II კატეგორია, l კატეგორია და 0 კატეგორია. 0 კატეგორიის კვერცხი ზომაში შედარებით დიდია და ფასიც ოდნავ განსხვავებულია სხვებთან შედარებით.

ხარისხიანი კვერცხის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კვერცხის დადების თარიღი, რომელიც დატანილია თითოეულ კვერცხზე. პროდუქტი დადებიდან 1-7 დღემდე ყველაზე სასარგებლოა. რაც უფრო დიდი ხნის არის ის, მასში უფრო ნაკლებადაა სასარგებლო თვისებები... შენახვის ვადებია: +2დან +10 გრადუსამდე 30 დღე, ხოლო +10-იდან 20 გრადუსამდე კი - 21 დღე.

- რა საფრთხეები არსებობს კვერცხთან დაკავშირებით, რაც მომხმარებელმა უნდა იცოდეს?

- კვერცხის საფრთხეებიდან ყველაზე საყურადღებოა, ბაქტერია სალმონელა, რომელიც ქათამს დაბინძურებული საკვების მიღების შემდეგ ემართება, ხოლო დაინფიცირებული ქათამიდან კვერცხს. სალმონელათი დინფიცირეების შემდეგ, სალმონელოზი ვითარდება, რომელიც ძალიან საშიში ინფექციაა.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კვერცხისგან მომავალი საფრთხეები, აუცილებელია, მწარმობელმა დაიცვას ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა კვერცხის წარმოების დროს, ასევე ხშირად გააკეთოს საკუთარი პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზი. ეს იმისთვის, რომ სურსათის დაბინძურების რისკი მინუმუმდე იყოს დასული. ასევე აუცილებელია, დისტრიბუციის და რეალიზაციის დროს დაცული იყოს უვნებელი ტემპერატურული რეჟიმები, რათა არ მოხდეს კვერცხის გაფუჭება.

- სოფლის კვერცხის უვნებლობაზე არსებული მოსაზრება მითია, თუ რეალობა? ასევე საინტერესოა, რა სხვაობაა სოფლის კვერცხსა და საწარმოს კვერცხს შორის?

- ზოგადად კვერცხის ხარისხი დამოკიდებულია ქათამზე და იმ საკვებზე, რასაც იღებს, ამიტომ არ აქვს განსხვავება სოფლის იქნება, თუ საწარმოსი, მთავარია, იყოს ჯანსაღის საკვებით გამოზრდილი ქათამი, რომ უვნებელი კვერცხი მოგვცეს. პირადად მე რეკომენდაციას არ ვუწევ სოფლის კვერცხს, რადგან იქ თითქმის არ ხდება პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა, არ კონტროლდება კვერცხის დადების დრო და ტემპერატურული რეჟიმი. ასევე დიდი რისკია, სალმონელას ბაქტერიის დაინფიცირების. თუ მაინდამაინც სოფლის კვერცხი გსურთ, რომ მიირთვათ, აუცილებლად მოხარშულ მდგომარეობაში მიიღეთ, რადგან ბაქტერია სალმონელა 100 გრადუსზე გაცხელებისას იღუპება.

- ნახევარდ უმი კვერცხი რატომაა საშიში და კონკრეტულად რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა მიღებამ?

- ნებისმიერი ცხოველური სურსათის მიღება უმად ან ნახევრად უმ მდგიმარეობაში არ შეიძლება, სურსათის უვნებლობის წამყვანი სპეციალისტები ყოველთვის გასცემენ რეკომნდაციებს, რომ ცხოველური სურსათი აუცილბლად უნდა დამუშავდეს მინიმუმ 70 გრადუსზე! გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ წესს იმისთვის, რომ გაიგოთ, კვერცხი ახალია თუ არა, გარდა კვერცხზე დატანილი დამზადების თარიღისა (დადებიდან 7 დღის განმავლობაში არის ყველაზე სასარგებლო), ასევე შეგიძლიათ ხელში აიღოთ და „შეანჯღრიოთ“ თუ მასში არსებული მასა მოძრაობს ე.ი. დიდი ხნისაა, თუ არა, ახალია. ასევე, მოხარშვის შემდგომ შუაზე გაჭერით, შიგნით არსებული გული შუაში უნდა იყოს გაჩერებული, თუ კვერცხის კიდის რომელიმე მხარესაა, მაშინ ძველია. ახალდადებული კვერცხი წყლიან ჭიქაში ჩაგდებისას ძირზე წავა, ხოლო ძველი, გაფუჭებული - ზედაპირზე ამოტივტიტივდება.

- მწყერის კვერცხი სასარგებლოა?

- აღნიშნული პროდუქტი ქათმის კვერცხთან შედარებით უფრო სასარგებლოა, მასში 5-ჯერ მეტია იმ ვიტამინების და მინერალების რიცხვი, რაც ქათმის კვერცხშია. მწყერი არ ავადდება სალმონელათი. მისი კვერცხის სალმონელათი დაინფიცირების რისკიც არ არსებობს. ეს პროდუქტი სასარგებლო და აუცილებელია ბავშვებისათვის, მათ 1 წლიდან უნიშნავენ. მიღების დღიური ნორმა - 1-2 წლმდე ასაკის ბავშვებისთვის არის დრეში 1 ცალი. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ყველაფერი მცირე დაფიქრებას, ყურადღებას და რა თქმა უნდა, ცოდნასაც მოითხოვს.

myquiz