რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა აკავშირებს მას ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე და რა აკავშირებს მას ვანო ზარდიაშვილის ოჯახთან

საქართველოს უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს საკმაოდ ხმაურიანი პოლიტიკური კარიერა აქვს. იურისპუდენციიდან პოლიტიკაში გადაბარგებული მდინარაძე, როგორც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე ხშირად ახმოვანებს მმართველი პარტიის მთავარ გზავნილებს და შესაბამისად, კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც არაერთხელ მოხვედრილა.

ამჯერად, AMBEBI.GE "ოცნების" დეპუტატის ოჯახური ცხოვრებით და ქონებით დაინტერესდა და შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს მისი არაპოლიტიკური ცხოვრებიდან.

მამუკა მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია გახლავთ. წყვილს ორი შვილი - გურამ და კატო მდინარაძეები ჰყავთ. 1978 წელს დაბადებული დეპუტატი რვა წლით უფროსია მეუღლეზე.

მდინარაძის მეუღლე - ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში საქმისწარმოების მხარდაჭერის სამსახურის უფროსია, სადაც მისმა თანამდებობრივმა სარგომ 2018 წელს 30 900 ლარი შეადგინა.

მამუკა მდინარაძეს არაერთხელ წამოაძახეს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან ნათესაობა. ამბობენ, რომ სწორედ ზარდიაშვილმა მიიყვანა მდინარაძე „ქართულ ოცნებაში“.

ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა და მდინარაძის მეუღლე ნათია კუნჭულია ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. თინათინ აბრალავა წარსულში პარტია "აღორძინების“ დეპუტატის ანზორ აბრალავას შვილია, ნათია კუნჭულია - აბრალავას დისშვილი.

მამუკა მდინარაძე ფლობს ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოებს. დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის საკუთრებაშია, 2010 წელს შეძენილი ლადო გუდიაშვილის ტილო, რომელშიც გადახდილი საფასურის ოდენობა - 16 000 ლარია. ასევე 2013 წელს შეძენილი ეკატერინე ბაღდავაძის ფერწერული ტილო, რომელშიც გადახდილია 8 000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს შეძენილ ეკატერინე ბაღდავაძის ორ ფერწერულ ტილოში - 15 000 და 12 000 დოლარია გადახდილი (შენიშვნა: მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, დეკლარაციაში ფერწერული ტილოების ამჟამინდელი ღირებულებაა მითითებული და არა მასში გადახდილი საფასურის ოდენობა).

მდინარაძეს 2010 წელს მეგობარმა საჩუქრად გადასცა "ომეგას" ფირმის საათი, რომლის ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს.

დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი სოფელ დიღომში 175.8 კვ/მ მშენებარე ბინას ფლობს, რომელიც 2018 წელს 130 000 ლარად შეიძინა. მისი მეუღლის, ნათია კუნჭულიას კუთვნილებაშია ცინცაძის ქუჩაზე არსებული 119.23 კვ/მ ბინა, რომელიც 2007 წელსაა შეძენილი და მისი ღირებულება 170 000 ლარია (შენიშვნა: მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბინა მის მეუღლეს საკუთარმა მამა აჩუქა, რომელიც მშენებელია და 170 ათასი ლარი ბინის ამჟამინდელი საფასურია).

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წევრი რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს 70% წილს შპს “მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი - საქართველოში”. ის ასევე ფლობს 50%-იან წილს შპს „მარიამ ხაჭაპურიძისა და მამუკა მდინარაძის იურიდიული ფირმაში“; შპს მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანიაში კი - 75%-ს.

დეკლარაციაშივეა აღნიშნული, რომ 2018 წელს მამუკა მდინარაძემ შვილის, გურამ მდინარაძის სწავლის თანხა - 2 250 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ 2018 წელს მობილურ ტელეფონში 3 255 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ სურვილი გამოთქვა კომენტარი გაეკეთებინა აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან დეპუტატი თვლის, რომ მასზე არასწორი ინფორმაცია ხშირად ქვეყნდება.

"დეკლარაციაში ფერწერული ტილოების რეალური ღირებულება არის მითითებული გადახდილი საფასურის რაოდენობის გრაფაში, ეს დეკლარაციის ფორმის პრობლემაა, რასაც შეცდომაში შეჰყავს ხალხი. არც ერთი ტილო არასოდეს არ შემიძენია, არც 15 ათასად და არც 4 ათასად. ეს არის მათი დღევანდელი ღირებულება.

მაგალითად, გუდიაშვილის ტილო, ეს არის ნახატი თაბახის ფურცელზე, რომელიც შეძენილია 2 000 ლარად. ბაღდავაძის ერთ-ერთ ტილოში კი რეალურად გადახდილი მაქვს 1 200 დოლარი.

განაგრძეთ კითხვა