რატომ აცხადებს ზოგიერთი ქვეყანა უარს AstraZeneca-ზე? | Allnews.Ge

რატომ აცხადებს ზოგიერთი ქვეყანა უარს AstraZeneca-ზე?

მოგეხსენებათ, ჯანმომ გზა გაუხსნა AstraZeneca-ს ვაქცინას ექსტრემალური გამოყენებისათვის, თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა უარს აცხადებს მის გამოყენებაზე არაეფექტურობისა და გვერდითი მოვლენების გამო.

გასულ კვირას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა ამ ვაქცინის ორი ვერსია. საყურადღებოა, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და ბევრი სხვა, გააჩნიათ საკუთარი მარეგულირებელი ორგანოები და პროცედურები, რომლებიც გასცემენ ნებართვას ვაქცინებისა და სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისათვის საგანგებო სიტუაციებში, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებსაც საჭირო ნორმატიული ბაზა არ გააჩნიათ და ისინი ეყრდნობიან ჯანმოს გადაწყვეტილებას.

ამ უკანასკნელის მიერ აღიარებული ორი ვაქცინა, ერთი AstraZeneca-SKBio – წარმოებული კორეაში და მეორე - გამოშვებული ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ, გზას უხსნის იმ პროექტს, რომელიც გულისხმობს AstraZeneca-ს 300 მილიონი დოზის გავრცელებას 145 ქვეყანაში 2021 წლის პირველ ნახევარში ბილ გეიტსის COVAX -პროგრამით.

მაგრამ სანამ ეს პროგრამა წინ მიიწევს, სხვა ქვეყნები, ასე ვთქვათ, "აპაუზებენ" AstraZeneca-ს გამოყენებას Fierce Pharma-ს მონაცემებით, ამერიკის სურსათისა და წამლის სანიტარული ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (FDA) შესაძლოა ეს ვაქცინა არ დაამტკიცოს, წინააღმდეგობრივი საწარმოო პრობლემების გამო და იმ კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინის ეფექტურობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის Covid-შემთხვევების დროს მხოლოდ 21,9 %-ია, ბევრად დაბალი 50 %-იან ზღურბლთან შედარებით, რომელიც აუცილებელია ვაქცინის დასამტკიცებლად.

ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია Wall Street Journal-ის მონაცემებზე დაყრდნობით, რომ სამხრეთ აფრიკამ ინდოეთს დაუბრუნა 1 მილიონი დოზა იმის გამო, არომ ვაქცინა პრაქტიკულად უეფექტო აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო საშუალებათა ევროპულმა სააგენტომ დაუშვა AstraZeneca-ს ვაქცინა 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანისთვის, გერმანიამ უარი განაცხადა ამ ვაქცინით 65 წელს გადაცილებული თავისი მოქალაქეების აცრაზე, რადგან მისი ეფექტურობა არასაკმარისად მიაჩნია.

BBC-მონაცემებით საფრანგეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 65 წელს გადაცილებულებთან ვაქცინის ეფექტურობაზე მეტად მწირი მონაცემებია და ის მის გამოყენებას არ აპირებს. ავსტრიამ, ბელგიამ, პოლონეთმა და შვეიცარიამ ასევე გასცეს რეკომენდაცია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა ასაკოვნებს არ შეუყვანონ, ამ პრეპარატის ეფექტურობაზე არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო.