თბილისის უბნები, სადაც დღეს დღის განმავლობაში რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ იქნება | Allnews.Ge

თბილისის უბნები, სადაც დღეს დღის განმავლობაში რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ იქნება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის ქუჩის მოსახლეობას. კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის და ვაგზლის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუპრაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარიაძის ქუჩის მოსახლეობას. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვების გამო, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების და ხევძმარის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუთაისის, აგლაძის და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.