რა ხდება "ნაცმოძრაობის" ოფისთან, სადაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე კერაა (LIVE) | Allnews.Ge

რა ხდება "ნაცმოძრაობის" ოფისთან, სადაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე კერაა (LIVE)

"ნაციონალურ მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე კერაა. სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციონერი ლიდერები ცდილობდნენ პარტიის ოფისში დაბრუნებას, თუმცა სამართალდამცავები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უკვე შევიდნენ.