ვინ არის ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს დაესწრო - გაიცანით უმცროსი ექვთიმე | Allnews.Ge

ვინ არის ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალი, რომელიც კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს დაესწრო - გაიცანით უმცროსი ექვთიმე

პარლამენტიში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის თავჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქვეყნისთვის ისტოროულად მნიშვნელოვან დღეს პარლამენტში გამართულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალია.

 

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა, "ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს.

 

პატარა ექვთიმე პირველად არ მოქცეულა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის წლებია, რაც დიდი ბაბუის პატივსაცემად მოწყობილ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას მშობლებთან ერთად ესწრება.

ექვთიმეს მამა, ზვიად თაყაიშვილი წარსულში მოცეკვავე და ამჟამად ცნობილი ქორეოგრაფია, რომელიც ახალ თაობას ქართულ, ტრადიციულ ცეკვებს ასწავლის.