რა უნდა გაითვალისწინოთ ხელოვნური ცრემლის არჩევისას | Allnews.Ge

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელოვნური ცრემლის არჩევისას

თვალების წვა, ქავილი, ქარიან ამინდსა და ყინვაში ცრემლდენა, ტკივილი ძლიერი განათებისას, ქვიშის შეგრძნება, დაჭიმულობა, მხედველობის საგრძნობლად დაქვეითება - თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, თქვენ მშრალი თვალის სინდრომი გაქვთ.

ტექნოლოგიების განვითარებამ, კომპიუტერთან მუშაობამ და მუდმივად სხვადასხვა გაჯეტების მოხმარებამ ავადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა. მშრალ თვალს კომპიუტერული გამოსხივების გარდა, თამბაქოს, მშრალი, კონდიცირებული ჰაერის მუდმივი ცვლა, ორგანიზმში მინერალების და ვიტამინების, განსაკუთრებით A ვიტამინის, ნაკლებობა იწვევს.

მშრალი თვალის სინდრომის დროს ხელოვნური ცრემლი გამოიყენება, რომლის ფართო არჩევანსაც სააფთიაქო ქსელი გთავაზობთ. ის შეიძლება იყოს წვეთების, ან მალამოს სახით. მალამო უნდა გამოიყენოთ ძილის წინ, ვინაიდან ბლანტია და გარკვეული დროით, მხედველობას ამცირებს.

როგორ უნდა აარჩიოთ ხელოვნური ცრემლი?

ზოგადად, ხელოვნური ცრემლი ძალიან ეხმარება თვალს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის მის ზედაპირს სისუფთავეს და ტენიანობას უნარჩუნებს, იცავს ბაქტერიებისგან. ადამიანის ცრემლი წყალს ჰგავს, სინამდვილეში კი მას რთული შედგენილობა აქვს. ის ნახშირწყლებს,       ლიპიდებს, ელექტროლიტებს, ლიზოციმს, ლაქტოფერონს, სავალდებულო ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს. ლიზოციმი სპეციალური ფერმენტია, რომელიც ანტიბიოტიკების მსგავსად, ბაქტერიებსა და ვირუსებს ანადგურებს. ლაქტოფერონი კი ცილაა, რომელიც ბაქტერიების ზრდას ანელებს და უშლის ხელს.

ზოგიერთი ხელოვნური ცრემლი წყლის მსგავსია, ზოგი მეტად სქელია, როგორც გელი. ისინი ჰიდროგელებს შეიცავენ. ჰიდროგელის მეტი შემცველობა თვალს უკეთესად ატენიანებს. თვალის გარსი სამი შრისგან შედგება. მეორე შრე შეიცავს წყალსა და საკვებ ნივთიერებებს. მესამე - თხელი, ლიპიდური, ცხიმოვანი ფენაა, რომელიც თვალს იცავს და მის ტენიანობას უზრუნველყოფს.

ხელოვნური ცრემლის დანიშნულება ამ ორი შრის სტიმულაციაა. იქ, სადაც ბუნებრივი ცრემლი ნაკლებადაა, მას ხელოვნური ანაცვლებს. შრეების მიხედვით, თვალის წვეთებიც იყოფა ორგვარად: პირველი, რომელიც მეორე შრეს ატენიანებს და მეორე კი - ცხიმოვანს. ცხიმოვანი შრის დარღვევისას თქვენი ბუნებრივი ცრემლი მალე ორთქლდება, რაც სიმშრალეს და გაღიზიანებას იწვევს. ასეთი წვეთები ზეთოვან ინგრედიენტებს შეიცავენ. მაგალითად, აბუსალათინის, ან მინერალურ ზეთს.

ცხიმოვანი შრე შეიძლება დაირღვეს მეიბომის ჯირკვლის დისფუნქციით, ასევე ბლეფარიტის შედეგად. ბლეფარიტი - ეს ქუთოთოს ანთებაა. თქვენ უნდა ერიდოთ კონსერვანტების შემცველ თვალის წვეთებს. ყველა ხელოვნური ცრემლი არ შეიცავს მას. ისინი, რომლის შემადგენლობაშიც ეს ნივთიერებაა, შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს და მგრძნობელობის რეაქცია გაზარდოს, თუ ხშირად გამოიყენებთ.

შესაბამისად, მგრძნობიარე პირებმა კონსერვანტების შემცველი წვეთებისგან თავი უნდა შეიკავოთ. კონსერვანტებს თვალის წვეთებს უმატებენ, რათა ვარგისიანობის ვადა გაუზარდონ პროდუქტს.

ცნობილი კონსერვანტია BAK ( ბენზალკონიუმის ქლორიდი). მან შეიძლება რქოვანას უჯრედების დაზიანება გამოიწვიოს, ის ცხიმს აცლის თვალს.

ზოგიერთი ხელოვნური ცრემლი ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც თვალის ზედაპირულ უჯრედებს კურნავენ. ასეთი წვეთები შეიცავენ HP-Gუარ-ს. ის გელისებურ ფენას ქმნის, რაც დაზიანებულ უჯრედებს იცავს და თვალს ატენიანებს. ადამიანები, რომლებსაც სიმშრალისგან თვალები მკვეთრად დაზიანებული აქვთ, ამ ინგრედიენტის შემცველ წვეთებს უნდა მოიხმარდნენ.

როგორც ხედავთ, ხელოვნური ცრემლები, რომლებსაც სააფთიაქო ბაზარი გთავაზობთ, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლად მათი არჩევა ნაკლებად რეკომენდებულია. თვალის ექიმი, დაავადების სიმძიმიმის მიხედვით, უკეთ შეგირჩევთ თუ რომელი ხელოვნური ცრემლი უნდა გამოიყენოთ.