ბრენდები, რომლებიც თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩებიდან გავიდნენ | Allnews.Ge

ბრენდები, რომლებიც თბილისის ძირითადი სავაჭრო ქუჩებიდან გავიდნენ

„პანდემიის პერიოდში რეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 36%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე“. ამის შესახებ, Colliers International Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ კომერციული ბაზრის 2020 წლის შეჯამებაშია აღნიშნული.

„პანდემიის პერიოდში რეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 36%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. აღნიშნულმა მაჩვენებელმა დრამატული, 50%-იანი კლება განიცადა აღმაშენებლის გამზირზე, კვ.მ-ზე 25.8 აშშ დოლარიდან 12.8 აშშ დოლარამდე. მნიშვნელოვანი, 40%-იანი კლება დაფიქსირდა რუსთაველის გამზირზე და საშუალო შეწონილი იჯარა კვ.მ-ზე 19.6 აშშ დოლარს შეადგენდა. საშუალო შეწონილი იჯარა 38%-ით შემცირდა პეკინზე, მაშინ როცა აღნიშნულმა მაჩვენებელმა მხოლოდ 3%-ით დაიკლო ჭავჭავაძის გამზირზე,“-ვკითხულობთ კვლევაში.

 coliersss-1613718074.jpg

განაგრძეთ კითხვა