რომელია ყველაზე სასარგებლო დიეტა ტვინისთვის | Allnews.Ge

რომელია ყველაზე სასარგებლო დიეტა ტვინისთვის

ხმელთაშუა ზღვის დიეტა ითვლება ძალიან სასარგებლოდ. უკანასკნელი კვლევები მოწმობს, რომ ეს რაციონი შეიცავს დიდი რაოდენობით ფოთლოვან ბოსტნეულს და მცირე მოცულობით ხორცს, რაც ხელს უწყობს კოგნიტიური უნარების შენარჩუნებას ხანდაზმულ ასაკში. აღნიშნული დასკვნა გაკეთდა 79 წლის ასაკის 500-ზე მეტი ადამიანის კვლევისას.

მოხალისეებიდან არც ერთს არ ჰქონდა დიაგნოსტირებული დემენცია. ყველა მათგანმა გაიარა მეხსიერების, სიტყვების ცოდნის, აზროვნების სისწრაფის და ამოცანების ამოხსნის ტესტები. 350 ადამიანს ჩაუტარდა ტვინის სკანირება. გამოირკვა, რომ ადამიანებს, რომლებიც მაქსიმალურად მკაცრად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰქონდათ კოგნიტიური ფუნქციების მაღალი მაჩვენებელი, რაც ტესტირებით დადასტურდა.

  თუმცა დიეტასა და ტვინის ფიზიოლოგიური სიჯანსაღის ნიშნებს შორის კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა. ტვინის ჯანსაღი დაბერების მარკერები (რუხი ან თეთრი ნივთიერების დიდი მოცულობა, თეთრი ნივთიერების მცირე რაოდენობით დაზიანება) დიდად არ განსხვავდებოდა სხვადასხვა დიეტის მიმდევარ ადამიანებს შორის. როგორც ჩანს, აქ მნიშვნელოვანია ტვინის სხვა სტრუქტურული თავისებურებები.

myquiz