9 აუცილებელი სამედიცინო ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს | Allnews.Ge

9 აუცილებელი სამედიცინო ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

რა უნდა გაითვალისწინოთ და რომელი ნივთებია აუცილებელი. ნივთების სია, რომელიც აგარიდებთ უსიამოვნებას და აღმოგიჩენთ დროულ დახმარებას. 9 აუცილებელი სამედიცინო ნივთი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს

მცირე დამწვრობა, უბრალო ნაკაწრი თუ მოტეხილობა - ადამიანის ცხოვრებაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება უეცრად გაჩნდეს. ამიტომ, პირველადი დახმარების ნივთები ყველა ოჯახში უნდა იყოს, რათა დროულად იმოქმედოთ.

პირველადი დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომენდანტის საათის პირობებში, როდესაც საღამოს საათებში გადაადგილება შეზღუდულია. თუ თქვენ გექნებათ თქვენი სამედიცინო ნაკრები, უფრო დროულად იმოქმედებთ, თავსაც მეტად მშვიდად და დაცულად იგრძნობთ.

mkurnali.ge

  • პირველი, რაც უნდა იყოს თქვენს ნაკრებში, ეს არის სამედიცინო ხელთათმანი, რომელიც ღია ჭრილობის დროს დაგიცავთ დაზარალებულსაც და მაშველსაც.

mkurnali.ge

  • წყალბადის ზეჟანგი
ანტისეპტიკური ხსნარი აუცილებელი ნივთია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, ის დაგეხმარებათ ჭრილობის გაწმენდასა და დეზინფექციაში.

mkurnali.ge

  • დოლბანდი და წებოვანი პლასტირი ( ლეიკოპლასტირი)
ეს ორი ერთად დაგეხმარებათ ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერებაში. სტერილური დოლბანდი გადაიხვიეთ ჭრილობაზე, როდესაც შემცირდება სისხლდენა, შეგიძლიათ ლეიკოპლასტირი გადაიკრათ.

mkurnali.ge

 ანტიბიოტის შემცველი მალამო

ჭრილობის გასუფთავების შემდეგ, მალამოს წასმა დაგეხმარებათ ინფექციისგან დაცვაში, ასევე ჭრილობის შეხორცებაში. მალამოს გამოყენებით აიცილებთ თავიდან ნაწიბურებს.

mkurnali.ge

 იარა ბანდი ( ე.წ „სანტავიკი“) მცირე ჭრილობის დროს, ის ჭუჭყისგან და გაღიზიანებისგან დაგიცავთ.

mkurnali.ge

 პინცეტი

ჭრილობიდან ნამსხვრევების ან ჭუჭყის გასუფთავებაში დაგეხმარებათ. არ გამოიყენოთ მწერის ნაკბენის დროს, ასე კანში უფრო მეტი შხამი შეიძლება აღმოჩნდეს. განაგრძეთ კითხვა