რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში და სად უჭირს ყველაზე მეტ ადამიანს | Allnews.Ge

რამდენი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას საქართველოში და სად უჭირს ყველაზე მეტ ადამიანს

2020 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 958 317 პირი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 174 612 შეადგინა, საიდანაც 35 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65 პროცენტს - კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 72.5 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.6 პროცენტს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 8.9 პროცენტს - ომის მონაწილეები, 5.7 პროცენტს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. განაგრძეთ კითხვა 

grafikasocialurii-1613115483.jpg