როგორი ამინდი იქნება 13-14 თებერვალს საქართველოში?- მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 5-6-ბალიანი ღელვა | Allnews.Ge

როგორი ამინდი იქნება 13-14 თებერვალს საქართველოში?- მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 5-6-ბალიანი ღელვა

13-14 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.