როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება | Allnews.Ge

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და ველობილიკები, ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები განთავსდება. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა. ამასთან, პარკში მოეწყობა ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები“, - განაცხადა კალაძემ.

temqa3.pngtemqa.png

temqa1.png

temqa5.png

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება კი 2022 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

ცნობისთვის, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა „ენსისი“ და „საბა კონსტრაქშენი“, თუმცა, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, „ენსისს“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ხოლო „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად გამოვლინდა. განაგრძეთ კითხვა