როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ექსპრეზიდენტის ქალიშვილი პაპარაცებმა მაიამიში დააფიქსირეს | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ექსპრეზიდენტის ქალიშვილი პაპარაცებმა მაიამიში დააფიქსირეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი ივანკა, ტრამპის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი და ამავდროულად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. ახლა კი, როცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა თეთრი სახლი დატოვა, როგორც ჩანს, მან გარკვეული პერიოდით ცხოვრების დატვირთული რიტმისგან დასვენება და განტვირთვა გადაწყვიტა.

ივანკა ტრამპი პაპარაცებმა მაიმიში, აპარტამენტის ვერანდაზე დასვენებისას შენიშნეს.

39 წლის ივანკა თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ჯერ ფლორიდაში წავიდა დასასვენებლად ოჯახთან ერთად, ახლა კი მაიამის სანაპიროს სტუმრობს, მზის აბაზანებს იღებს და წიგნს კითხულობს.

მოგვიანებით, ის თავისი შვიდი წლის ვაჟთან ერთად სადილობის დროსაც დააფიქსირეს.

ეს ფოტო კი ფლორიდაშია გადაღებული

ივანკა ქმართან ერთად ფლორიდაში

ამასთან, pagesix.com-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ დონალდის 39 წლის ქალიშვილმა და მისმა მეუღლემ ფლორიდაში, Indian Creek Island-ზე 30-მილიონ დოლარად შეიძინეს მიწის ნაკვეთი, სადაც სასახლის აშენებას და სწორედ იქ ცხოვრებას გეგმავენ.

ეს არის კუნძული, რომელსაც "მილიონრების ბუნკერს" უწოდებენ, რადგანაც ამ ადგილას მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ცხოვრობენ და მისი უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა დაცული. კუნძულს ჰყავს საკუთარი 13-კაციანი პოლიცია და იქ განთავსებულია 34 საცხოვრებელი რეზიდენცია. მედიის ცნობით, ივანკა ტრამპმა და ჯარედ კუშნერმა ის ადგილი იყიდეს, რომელიც ხულიო იგლესიასს ეკუთვნოდა. ქონების ზუსტი ფასი 31,8 მილიონი დოლარია, წლის განმავლობაში კი მათ გადასახადების სახით 472 764 დოლარის გადახდა მოუწევთ.

ამ კუნძულის ამჟამინდელ და ყოფილ მაცხოვრებლებს შორის არიან ხულიო იგლესიასი, მილიარდერი კარლ იკანი, ნორმან ბრემანი, ადრიანა ლიმა, მილიონერი ჯეფ სოფერი, რიკი მარტინი. კუნძულზე მდებარე ყველა სახლიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება. მოწყობილია გოლფის მოედანი. კუნძულის მცხოვრებლებს ჰყავთ ცალკე პოლიცია, რომელიც მკაცრად აკონტროლებს, თუ ვინ შედის. იქ მოხვედრის შესაძლებლობა სპეციალური ნებართვის გარეშე არავის აქვს. დაათვალიერეთ ფოტოები