როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გაყინული ხინკალი ან პელმენი ხორცისგან არის დამზადებული და არა სოიოსგან - აუცილებელი რჩევები ნახევარფაბრიკატებთან დაკავშირებით

სასურსათო გაყინული ნახევარფაბრიკატებიდან ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი პროდუქტია გატარებული ხორცისგან (ფარშისგან) დამზადებული ნაწარმი, რომლებიც მცირე თუ დიდ სუპერმარკეტებში იყიდება. მომხმარებელმა ზოგჯერ ბევრი რამ არ იცის, როგორი უნდა იყოს მაგალითად, მოუხარშავი, გაყინული ხინკალი, პელმენი, შესაწვავი კოტლეტი და ხორციანი ბლინები შეძენისას. ამ თემაზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი ირაკლი არაბული გვესაუბრება:

- ნახევარფაბრიკატები, დღესდღეობით ძალიან გავრცელებული და პოპულარული სასურსათო პროდუქტია. დროის უქონლობის გამო მომხმარებელი ხშირად ყიდულობს და მიირთმევს აღნიშნულ სურსათს. ყველა ტიპის მაღაზიაში თუ დიდ სუპერმარკეტში არაერთი დასახელების გატარებული ხორცისგან (ფარშისგან) დამზადებული ნახევარფაბრიკატი (ხინკალი, პელმენი, კოტლეტი, გუფთა და სხვ.) გვხვდება. ნახევარფაბრიკატის გემო და ხარისხი დამოკიდებულია მასში შემავალ ხორცსა და სხვა ინგრედინტზე. სწორედ ეს განაპირობებს რამდენად ხარისხიანი და გემრიელი იქნება სურსათი. მისი შეძენისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება მის გარეგან იაერსახეს. თუ დაბზარულია, ფორმაშეცვლილი (ხინკლის, პელმენი) თუ აქვს ყინულის კრისტალები, თუ ერთმანეთზეა მიწებებული, ეს ტემპერატურის ცვლილებაზე მეტყველებს, რაც დაუშვებელია! მისი გადნობა და ხელახალი გაყინვა, კატეგორიულად აკრძალულია ხორცპროდუქტების შემთხვევაში.

- თუ შეძენის შემდეგ მაშინვე არ ვაპირებთ პროდუქტის გამოყენებას, როგორ უნდა მოხდეს მისი სახლის პირობებში შენახვა ისე, რომ პროდუქტი არ გაგვიფუჭდეს?

- შეძენის შემდგომ თუ არ აპირებთ მის სრულ გამოყენებას, აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივრის საყინულე განყოფილებაში -18 გრადუსზე, ეცადეთ, სახლში მოტანიდან მალევე შეინახოთ მაცივარში ან მოამზადოთ.

- არსებობს თუ არა რაიმე წესი, ან რაიმე განსაკუთრებული მითითება თუ როგორ უნდა მოიხარშოს და შეიწვას შეძენილი გაყინული პროდუქტი?

- მწარმობლები დაფასოებულ პროდუქტს ეტიკტზე აწერენ მისი მომზადების წესს, ხინკალის და პელმენის შემთხვევაში ადუღებულ მარილიან წყალში ვხარშავთ 8-10 წუთი, ხოლო შესაწვავ ნახევარფაბრიკატებს, მაგალითად, კოტლეტი ნელ ცეცხლზე 8-10 წუთის განმავლობაში თანამბრად უნდა შეიწვას. მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული სურსათი აუცილებლად გაყინულ მდგომარეობაში უნდა მოიხარშოს და შეიწვას.

- თუ პროდუქტი დაპაკეტებული არ არის, ანუ ვაკუუმში არაა მოთავსებული, არც რაიმე ეტიკეტი აქვს და მაცივარში უბრალოდ ცელოფნის ღია პარკებშია განთავსებული, ამ შემთხვევაში არის რაიმე მითთება?

- ნახევარფაბრიაკტების დიდი მოთხოვნის და რეალიზაციის გამო, ხშირად სუპერმარკეტებში გვხვდება ღია მაცივრებში მოთავსებულ კონტეინერებით ასაწონი ნახევარფაბრიკატები, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ საეტიკეტო მონაცემები, სადაც დეტალურად არის ამ სურსათის შესახებ ინფორმაცია. მასში შემავალი ინგრედიენტები, ენერგეტიკული ღირებულება, მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. სასურველია, მოვითხოვოთ მისი ვადის დამდაატურებელი დოკუმენტი.

- ზოგადად ასეთ პროდუქტის შენახვის ვადა რამდენია?

- ასეთი ნახევარფაბრიკატების შენახვის საშუალო ვადა დაფასოებული პროდუქტის შემთხევაში არის 90 დღე -18-დან -22 გრადუსამდე, ხოლო ასაწონის შემთხვევაში კი - 45 დღე -18 დან -22-მდე. სხვადასხვა მწარმოებლის შემთხვევაში შესაძლოა, რამდენიმე დღის განსხვავება იყოს.

მინდა, ყურადღება ამასაც მიაქციოთ: ხშირად არაკეთილსინდისიერი მწარმობლები, ნახევარფაბრიკატების მომზადებისას იყენებენ მცენარეულ ნედლეულს, როგორიცაა სოიო. მისი გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ საქართველოს კანომდებლობით აუცილებელია მის შესახებ ინფორმაცია ეტიკეტზე იყოს დატანილი და მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია.

თუ მომზადების დროს შიგთავსი უცვლელ მდგომარეობაში დარჩა ან უფრო გადიდა, ეს მასში სოიოს შემცველობაზე მეტყველებს, ხოლო თუ დაპატარავდა, მაშინ ის ხორცისგან არის დამზადებული.

- ასე დამზადებული პროდუქტი საშიშია?

- ჩვენი საკონსულტაციო გვერდის ჯგუფში დიდი ინტერესი გამოიწვია ამ სურსათის უვნებლობამ და აზრებიც ორად გაიყო - ჩემი გამოცდილებით, მისი მირთმევა, არ არის საშიში თუ დავუკვირდებით შეძენის დროს, მის ეტიკეტს, მასში შემავალ ინგრედიენტების, შენახვისა და რეალიზაციიის პირობებს. დავიცავთ მისი მოხმარების დღიურ ნორმას მაგალითად, პელემენის შემთხვევაში დღიური ნორმა 250 გრამია.