როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან | Allnews.Ge

როგორ გადაურჩნენ ზვავს სასრიალოდ წასული მეგობრები - დრამატული კადრები იუტადან

სოციალურ ქსელებში იუტაში გადაღებული დრამატული ვიდეო ვრცელდება. მასზე ზვავის ჩამოწოლის მომენტია აღბეჭდილი და კადრები, თუ როგორ გაურბიან თოვლმავალი მანქანებით ადამიანები სტიქიას.

ზვავმა მანქანების ნაწილი მოიყოლა, თუმცა საბედნიეროდ, ვიდეოზე აღბეჭდილი ადამიანებიდან ყველა გადარჩა.

BBC-ის ცნობით, ამ კონკრეტული ჯგუფიდან არავინ დაშავებულა. ვიდეოზე ჩანს თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანი, რომლის ძმამაც მოგვიანებით თქვა, რომ თავისი ძმა თოვლიდან "ამოთხარა.“

ამავე დღეს ზვავი სხვა ადგილასაც ჩამოწვა, თუმცა იმ შემთხვევაში მას 4 მოთხილამურე ემსხვერპლა, მაშველებმა კიდევ ოთხის გადარჩენა მოახერხეს.

"მშვენიერი მზიანი დღე იყო და დარწმუნებული ვარ, ადამიანებმა გარეთ გასვლა და უბრალოდ, მზიან დღეს სიამოვნების მიღება ამიტომაც გადაწყვიტეს, ფიქრობდნენ, რომ ისრიალებდნენ, მაგრამ ასეთი ტრაგედიით დასრულდა“, - ამბობს ადგილობრივი პოლიციელი.